უკრაინა სპეციალური ოპერაციების ძალების დღეს აღნიშნავს

29 ივლისს უკრაინა სპეციალური ოპერაციების ძალების დღეს აღნიშნავს. სპეციალური ოპერაციების ძალების დღე პრეზიდენტის განკარგულებით, 2016 წლის 26 ივლისს დაწესდა.

უკრაინული მედიის თანახმად, 2022 წლის 24 თებერვლიდან სპეციალური ოპერაციების ძალები ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში  აქტიურად ჩაერთნენ. კერძოდ, SOF-ის მებრძოლები ზმეინის კუნძულზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ.