„თბილისი ენერჯი“: გლდანში ავტოავარიის გამო, გაზის მილი დაზიანდა, აფეთქების საშიშროება შეიქმნა

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, გლდანის 5 მ/რ, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. 

„ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულია,“ - აცხადებს კომპანია.

მანამდე, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა, კიდევ სამი ქალი კი, დაშავდა.