ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონს მიაჩნია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა, რათა მოსკოვისთვის იარაღის მიწოდება უზრუნველყოს.
„ეჭვი მეპარება, რომ ის იქ დასასვენებლად ჩავიდა. ვხედავთ, რომ რუსეთი უიმედოდ ეძებს მხარდაჭერას, იარაღს, სადაც კი ეს შეუძლია, რათა გააგრძელოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ამას ვხედავთ ჩრდილოეთ კორეაში, ირანში, რომელმაც რუსეთს მრავალი უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდა, რომელსაც ის უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მოსაკლავად იყენებს," - განაცხადა ბლინკენმა.
შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში 26 ივლისს ჩავიდა.