ხორვატია უკრაინაში განაღმვისთვის ერთ მილიონ ევროს გამოყოფს

ხორვატიამ უკრაინას ჰუმანიტარული განაღმვისთვის ერთი მილიონი ევრო გამოყო.
 
უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ თანხები გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას გადაეცემა.
 
ამ ფინანსური მხარდაჭერის მთავარი მიზანია, დაეხმაროს ფერმერებს და სურსათის მწარმოებლებს თავიანთი სამუშაოს აღდგენაში იმ რეგიონებში, რომლებიც ომისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
 
„ეს არის პროგრამა, რომელიც მარტში მცირე ფერმერების მხარდასაჭერად დაიწყო. მათ, ვისაც 300 ჰექტარზე ნაკლები მიწის ნაკვეთი აქვს, ან ოჯახებს, რომლებიც თავად ამუშავებენ საკვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
 
მანამდე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, როზმარი დიკარლომ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიის თითქმის მესამედი დაფარულია აუფეთქებელი ჭურვებითა და ნაღმებით.