აშშ კიევისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტის შესახებ გამოაცხადებს.
Politico-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ განცხადება მომავალი კვირის დასაწყისში გაკეთდება.
აშშ-მ უკრაინისთვის 1.3 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ 19 ივლისს განაცხადა.
მათ შორის იყო საჰაერო თავდაცვის საშუალებები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, ასაფეთქებელი დრონები და საბრძოლო მასალა.
კერძოდ, საუბარია დრონების საწინააღმდეგო VAMPIRE-ის ტიპის სისტემებზე, რომლებიც აშშ-მ მწარმოებელს მიმდინარე წლის იანვარში შეუკვეთა; Phoenix Ghost-ისა და Switchblade-ის ტიპის დრონებზე, ასევე ავსტრალიური კომპანია DroneShield-ის ტიპის “დრონების საწინააღმდეგო სისტემების მნიშვნელოვან რაოდენობაზე,” რადარებზე, სენსორებსა და ანალიტიკურ სისტემებზე.
დაახლოებით ერთი კვირის წინ კი, შტატებმა კიევს $400 მლნ-ის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა.
ეს დახმარება მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას Patriot-ის, HIMARS და NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს სამეთვალყურეო დრონებს - Hornet, რაკეტებს Hydra-70, საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს Stinger-ი და Javelin-ი, Stryker-ის ტიპის 32 ჯავშანტრანსპორტიორს, ცეცხლსასროლი იარაღის 28 მილიონ ტყვიას და სხვა საბრძოლო საშუალებებს.
2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა უკვე 43,7 მილიარდ დოლარზე მეტია.