თურქეთის პროვინცია ბურსაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხანძარმა 10 ქარხანა მოიცვა. იუწყება თურქული მედია.
ხანძარი ქალაქ ინეგოლის ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ტექსტილის ქარხანაში გაჩნდა. მალე ცეცხლი მიმდებარე ქარხნებსაც მოედო. ხანძრის ჩაქრობაში ოთხი ვერტმფრენი და ორი თვითმფრინავი, 110 სახანძრო ბრიგადა და 200 თანამშრომელი მონაწილეობდა.
მოწამვლის შემდეგ ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოთხშაბათს დილით ბურსის მერმა განაცხადა, რომ ინდუსტრიულ ზონაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.