სლოვაკეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, „სოლიდარობის გზებს“ გახსნის

სლოვაკეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, „სოლიდარობის გზების“ გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. 

სოფლის მეურნეობის მინისტრ, იოჟეფ ბირეშის თქმით, მსოფლიო ბაზრებზე უკრაინული მარცვლეული საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო გზების გამოყენებით უნდა გაიტანონ.

„სლოვაკეთი ცდილობს, მაქსიმალურად დაეხმაროს უკრაინას ინფრასტრუქტურის სფეროში, იმისთვის, რომ ტრანსპორტირების პირობები, რაც შეიძლება, მარტივი გახდეს და მარცვლეული სწრაფად მოხვდეს იქ, სადაც ის ყველაზე საჭიროა,“ - განაცხადა ბირეშმა.

26 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირი მზადაა, უკრაინის თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ექსპორტზე „სოლიდარობის გზებით“ გაიტანოს.