თეგი: სლოვაკეთი

უცხოური მედია: NATO-ს შეიარაღებული ძალები რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც განთავსდება

NATO აღმოსავლეთ ფლანგზე კონტინგენტს აფართოებს. ალიანსის შეიარაღებული ძალები გაზაფხულიდან რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც განთავსდება. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება. გავრცელებული ცნობით, გადაწყვეტილება ალიანსის ქვეყნებმა უკვე მიიღეს, ფორმალურად კი მას 16 თებერვალს, NATO-ს მინისტერიალზე დაამტკიცებენ. ამასთან, როგორც ალიანსში განმარტავენ, დამატებითი ძალების განთავსება რუსეთის ქმედებებზე რეაგირებაა, რომელსაც უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული.

Politico: პოლონეთის, ბულგარეთისა და სლოვაკეთის ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ გადასცემენ

პოლონეთის, ბულგარეთისა და სლოვაკეთის ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ გადასცემენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სამ ქვეყანას უკრაინისთვის საერთო ჯამში 70 მოიერიშე და გამანადგურებელი თვითმფრინავი უნდა გადაეცა. ასევე წაიკითხეთ: ქვეყნები, რომლებმაც რუსეთისთვის საჰაერო სივრცე დახურეს

სლოვაკეთმა შესაძლოა, უკრაინას S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიაწოდოს

სლოვაკეთი აცხადებს, რომ მზადაა, მიაწოდოს უკრაინას S-300, თუ NATO შეავსებს „დანაკლისს“. ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „შეეერთებულ შტატებთან, უკრაინასთან და ასევე სხვა მოკავშირეებთან განვიხილავთ S-300-ების განლაგების, გაგზავნის ან უკრაინელებისთვის მიცემის შესაძლებლობას და ჩვენ მზად ვართ, ეს გავაკეთოთ“. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის ცას არ დახურავს, რადგან არასაფრენი ზონის გამოცხადება რუსეთთან კონფლიქტს ნიშნავს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკული ჯარები უკრაინაში არ იბრძოლებენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავისი ტერიტორიის დასაცავად“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბრატისლავაში სტუმრობისას.  24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია.

სლოვაკეთი 35 რუს დიპლომატს აძევებს

სლოვაკეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნიდან კიდევ 35 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. ამის შესახებ განცხადებას სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  დღეს ამ საკითხზე რუსეთი ელჩი სლოვაკეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და დიპლომატიური ნოტა გადასცეს, „ვენის კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად ბრატისლავაში საელჩოს თანამშრომელთა შტატის 35 ადამიანის შემცირების შესახებ“, - აცხადებენ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.   შეგახსენებთ, რომ 14 მარტს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა.  29 მარტს ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ირლანდიამ და ჩეხეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების ჯაშუშობის ბრალდებით გაძევების შესახებ განაცხადეს. 

პოლონეთი მზადაა, დაიცვას სლოვაკეთის საჰაერო სივრცე, თუ ის თვითმფრინავებს უკრაინას გადასცემს

პოლონეთი მზადყოფნას გამოთქვამს, დაიცვას სლოვაკეთის საჰაერო სივრცე, თუ ის საკუთარ MiG-29 თვითმფრინავებს უკრაინას გადასცემს. „მე მივიღე დადასტურება, რომ პოლონეთი მზადაა, დაიცვას სლოვაკეთის საჰაერო სივრცე იმ მომენტიდან, როდესაც სლოვაკეთი უკრაინისთვის მიგ-29 თვითმფრინავის მიწოდებას გადაწყვეტს“, - განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. სლოვაკეთმა ამ თვის დასაწყისში დააფიქსირა პოზიცია, რომ განიხილავს თვითმფრინავების მიწოდებას, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუ ის შეძლებდა საკუთარი საჰაერო სივრცის ალტერნატიული თავდაცვის ორგანიზებას. ცნობისთვის, უკრაინისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენის საკითხზე საუბრისას, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა 29 აპრილს განაცხადა, რომ შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ლოიდ ოსტინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვა მთლიანად ამ ომის კრიტიკული ასპექტია. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სლოვაკეთი რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ნებისმიერი ემბარგოსგან გათავისუფლებას მოითხოვს - Reuters

რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგოს შემთხვევაში სლოვაკეთი მოითხოვს, რომ მასზე გამონაკლისი გავრცელდეს. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. „რაც შეეხება რუსულ ნავთობზე ემბარგოს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომი პაკეტის ნაწილს, სლოვაკეთი გამონაკლისს მოითხოვს“, - განუცხადეს Reuters-ს ეკონომიკის სამინისტროში. სამინისტროს თქმით, სხვადასხვა ტიპის ნავთობის გადამუშავება დაუყოვნებლივ შეუძლებელია, ტექნოლოგიის შეცვლა ფინანსური თვალსაზრისით რთულია და დიდ დროს მოითხოვს.  შეგახსენებთ, ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს ამზადებს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. პოლონეთი მზადაა, დაიცვას სლოვაკეთის საჰაერო სივრცე, თუ ის თვითმფრინავებს უკრაინას გადასცემს სლოვაკეთმა უკრაინას მიაწოდა იარაღი, მათ შორის S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა და სხვა სამხედრო დახმარება. პრემიერ მინისტრი ედუარდ ჰეგერი ასევე იყო იმ დასავლელ ლიდერებს შორის, რომლებიც ბოლო კვირებში კიევს ეწვივნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სლოვაკეთი დაზიანებულ უკრაინულ სამხედრო ტექნიკას შეაკეთებს

კიევის მოთხოვნის შემდეგ, სლოვაკური კომპანია დაზიანებულ უკრაინულ სამხედრო აღჭურვილობას შეაკეთებს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. სახელმწიფო ფირმა Konstrukta-Defense-მა უკრაინულ მხარესთან უკრაინული სამხედრო ტექნოლოგიების შეკეთებასა და მოდერნიზებაზე კონტრაქტი გააფორმა, განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.  

Bloomberg: EU-ს გადაწყვეტილებით, შესაძლოა უნგრეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს რუსული ნავთობის შესყიდვის ვადა გაუხანგრძლივდეთ

ევროკავშირი უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. ამის შესახებ  Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, დღის წესრიგშია რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოს გადახედვა. რომლის საფუძველზეც, უნგრეთმა და სლოვაკეთმა შესაძლოა რუსული ნავთობი 2024 წლის ბოლომდე შეისყიდონ, ხოლო ჩეხეთმა 2024 წლის ივნისამდე. EU-ს ბლოკის სხვა ქვეყნები კი რუსული ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე თანდათან შეამცირებენ, როგორც თავიდან იყო განსაზღვრული. „ნავთობის მიწოდების ეტაპობრივი შეწყვეტა წლის ბოლოსთვის, არის გადაწყვეტილება, რომლის მხარდაჭერაც შეუძლებელია, რადგან უნგრეთის უსაფრთხო ენერგომომარაგება მთლიანად განადგურდება სანქციების პაკეტით“, -  ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,  ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters

აშშ-ის პირველი ლედი სლოვაკეთის პრეზიდენტს შეხვდა

შეერთებული შტატების პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ორშაბათს ბრატისლავაში, პრეზიდენტის სასახლეში სლოვაკეთის პრეზიდენტს ზუზანა კაპუტოვას შეხვდა.  თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, მხარეებმა უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერა განიხილეს. ბაიდენმა სლოვაკეთს ლტოლვილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. „ამ მშვენიერ ქვეყანაში ყოფნის დროს, მე დავინახე საერთო ღირებულებები, რომლებიც აერთიანებს სლოვაკეთს და შეერთებულ შტატებს, როგორც მეგობრებს, პარტნიორებს და მოკავშირეებს. ეს მოიცავს ჩვენს საერთო მიზანს, დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენ ვდგავართ სლოვაკეთის გვერდით, ისევე როგორც სლოვაკეთი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით“, - განაცხადა ჯილ ბაიდენმა. შეგახსენებთ, აშშ-ის პირველი ლედი უკრაინას მოულოდნელად ეწვია.  ოფიციალური ინფორმაციით, ჯილ ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლე ოლენა ზელენსკა სამუშაო ვიზიტით უჟჰოროდში იმყოფებოდნენ. CNN-ის ცნობით, ჯილ ბაიდენმა ოთხდღიანი ევროპული ტურნე დაასრულა.

სლოვაკეთის პრეზიდენტი: უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცა Zuzana-2-ს გადავცემთ

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ 31 მაისს უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცა Zuzana-2-ს გადასცემს.  ჯო ბაიდენი: უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადავცემთ CNN: აშშ უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს გადასცემს ჩაპუტოვამ ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი იზრუნებს უკრაინელებზე, რომლებმაც ქვეყანა რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო იძულებით დატოვეს. „ვიცით, რომ ჩვენი პაკეტები მედიკამენტებითა და საკვებით არ განდევნის თქვენი ქვეყნიდან ოკუპანტებს. თქვენს დამცველებს სჭირდებათ სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ ამ მიმართულებით დახმარებას. მანამდე ეს იყო S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა, განაღმვსთვის საჭირო ტექნიკა და საბრძოლო მასალა. მალე ეს იქნება „ზუზანას“ ჰაუბიცები. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომ უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ ჰუმანიტარული, არამედ სამხედრო დახმარებაც“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ოლაფ შოლცი: გერმანია უკრაინას IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს   ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სლოვაკეთის პრემიერმა ოლაფ შოლცს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა ბერლინში ვიზიტისას გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, - შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. ჰეგერი გერმანიას 13 ივნისს ეწვია. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად მიღება პირველი ნაბიჯი იქნება, ხოლო ამ ქვეყნების შემდგომი ინტეგრაცია ბლოკში „დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული“. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გაფართოება აუცილებელია. მსოფლიოს სჭირდება, ევროპა იყოს ძლიერი და ეს ქვეყნები ელოდებიამ. ჩვენ არ შევამოკლებთ გზას, ჩვენ არ შევამცირებთ კრიტერიუმებს“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერმა. გამოცემა Politico რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ევროკომისიაში გამართული დისკუსიის შესახებ იუწყება. მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს. რაც შეეხება საქართველოს, გამოცემას ასეთი პროგნოზი აქვს. „მოლდოვამ და საქართველომ ასევე გააკეთეს განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოფიციალური პირების თქმით, კომისრები, საერთო ჯამში, მხარს უჭერენ მოლდოვას, სადაც ახლა ევროკავშირის მტკიცედ მომხრე მთავრობაა, მაგრამ ნაკლებად არიან დარწმუნებულები საქართველოს მიმართ, რომელიც, ბოლო წლებში, განიცდის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ არეულობას და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას“, - წერს Politico. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების განცხადებებიდანაც ირკვევა, რომ ამ საკითხზე ბლოკში ერთიანი პოზიცია არ არის. ტრადიციულად, არიან სკეპტიკოსი ქვეყნები. კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებით, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ გზავნილში დააფიქსირა პოზიცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. ბრიუსელს სჯერა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს“. რა განწყობებია ევროპარლამენტში და რა გზავნილები აქვთ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტარებს. ამ საკითხის გარკვევას Europetime რამდენიმე დღის წინ შეეცადა. ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა აღიარებდა, რომ არსებული პოზიციების გათვალისწინებით, ამ ეპატზე ბუნდოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხზე, თუმცა ჩეხი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ქვეყანამ მიზნისკენ სწრაფვა უნდა განაგრძოს. მარკეტა გრეგოროვა მიიჩევს, რომ სკეპტიციზმი არ ცვლის ფაქტს, რომ საქართველოს პარტნიორებს სურთ, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. უპირველეს ყოვლისა, მინდა, ერთ საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. მიუხედავად ინსტიტუციური მდგომარეობისა, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ შეიძლება, ახლა გარკვეულწილად, ბუნდოვანი და გაურკვეველი იყოს, როგორ გადაწყვეტენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, თუმცა ეს არ აკნინებს ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ჩვენ გვინდა, საქართველო ჩვენს ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება მალე ვიხილოთ“, - აცხადებდა Europetime-თან მარკეტა გრეგოროვამ. Europetime-ის ინფორმაციით, საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ კომისია შეკრიბა, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება წარმოედგინა. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ევროკომისიაში კარგად ესმით, რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას და კომისია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ამასთან, ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების მიერ მიიღება. ევროპარლამენტარის, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს აპლიკანტი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

სლოვაკეთმა უკრაინას საჩუქრად 5 შვეულმფრენი გადასცა

სლოვაკეთმა უკრაინას საჩუქრად გადასცა საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებული Mi-სერიის ხუთი სამხედრო შვეულმფრენი და საბრძოლო მასალა სარაკეტო სისტემისთვის. ამის შესახებ ქვეყნის თადაცვის მინისტრმა განაცხადა.   დახმარება მოიცავს ოთხ M1-17 და ერთ Mi-2 ტიპის შვეულმფრენს, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე გადაეცა. სანაცვლოდ სლოვაკეთს აშშ-ის წარმოების UH-60M Black Hawk ვერტმფრენები გადაეცა. სლოვაკეთის პრეზიდენტი: უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცა Zuzana-2-ს გადავცემთ სლოვაკეთი უკრაინას ვერტმფრენებს, კანადა, პოლონეთი და ნიდერლანდები კი საარტილერიო დანადგარებს გადასცემენ NATO-ს წევრი და უკრაინის დასავლელი მეზობელი, სლოვაკეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას. სლოვაკეთმა უკრინას უკვე გადასცა სხვა სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა, მათ შორის S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სლოვაკეთი უკრაინაში MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების და ტანკების გაგზავნას გეგმავს

სლოვაკეთი უკრაინაში MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს და ტანკებს გაგზავნის, ხოლო ჩეხეთი დახმარებას გაუწევს სლოვაკეთს მისი ტერიტორიის პატრულირებაში, სანამ უკრაინაში გადაგზავნილი თვითმფრინავის ნაცვლად, აშშ-ის წარმოების F-16-ებს არ მიიღებს. ამის შესახებ სლოვაკეთისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა ედუარდ ჰეგერმა და პეტრ ფიალამ კვირას, ჩეხეთის რესპუბლიკის არხის, CT24-ის პირდაპირ ეთერში განაცხადეს. ჰეგერის თქმით, ბრატისლავა თავის MiG-29-ებს უკრაინას გადასცემს და ასევე ისაუბრა უკრაინაში ტანკების გაგზავნის შესაძლებლობაზე. მან გაიხსენა, რომ ბრატისლავამ ივნისში სთხოვა პრაღას, დაეცვა ქვეყნის საჰაერო სივრცე F-16 გამანადგურებლების მიღებამდე, რომელთა მიწოდება ჭიანურდება. ჰეგერმა აღნიშნა, რომ ჩეხეთს მთელი წლის განმავლობაში დასჭირდება სამხედრო მხარდაჭერა ჩეხი კოლეგებისგან. ფიალამ, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ასეთ დახმარებას გაუწევს თავის მეზობლებს და ჩეხური თვითმფრინავები სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში პატრულირებას სექტემბრიდან დაიწყებენ.  მან ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთმა უნდა მიაწოდოს იარაღი უკრაინას, რათა შეძლოს ბრძოლა მისი დამოუკიდებლობისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის. „ისინი ჩვენთვისაც იბრძვიან", - განაცხადა ფიალამ. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ჩეხეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

სლოვაკეთმა უკრაინას ოთხი ჰაუბიცა Zuzana 2 გადასცა

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაროსლავ ნადმა უკრაინისთვის ოთხი, თვითმავალი ჰაუბიცის Zuzana 2-ის გადაცემა დაადასტურა.  სლოვაკეთის პრეზიდენტი: უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცა Zuzana-2-ს გადავცემთ  „სლოვაკეთი ეხმარება უკრაინას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დაცვაში. მოხარული ვართ დავადასტუროთ, რომ უკრაინას ოთხი, თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana 2 გადავეცით. ჰაუბიცები უკვე უკრაინელი სამხედროების ხელშია და მიმდინარეობს იარაღის მომზადება რუსული აგრესიისგან თავდასაცავად“, - წერს ნადი Twitter-ზე.  სლოვაკეთი უკრაინაში MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების და ტანკების გაგზავნას გეგმავს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სლოვაკეთი უკრაინისთვის „მიგ-29”-ის ავიაგამანადგურებლების გადაცემას გეგმავს

სლოვაკეთი უკრაინისთვის ქვეყნის მფლობელობაში არსებული „მიგ-29”-ის ავიაგამანადგურებლების გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ, სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, მარტინა კოვალკაშიკოვამ განაცხადა. „ჩვენი ინტერესია, რომ ეს თვითმფრინავები უკრაინაში გაიგზავნოს. შესაბამისად, შესაძლებელია ისეთი სცენარიც, რომ სლოვაკეთი უკრაინას თვითმფრინავებს მიაწვდის და ევროკავშირისგან მიიღებს მათი ღირებულების საფასურს, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის”, – განაცხადა პრესმდივანმა. კოვალკაშიკოვას ავიაგამანადგურებლების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა როგორც რუსული BBC წერს, სლოვაკეთის განკარგულებაშია 12-მდე „მიგ-29”-ის ავიაგამანადგურებელი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა განაცხადა, რომ სლოვაკეთის მთავრობა არ შეწყვეტს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, მიუხედავად რუსეთის ყველა მცდელობისა, გავლენა მოახდინოს მის ქვეყანაში საზოგადოებრივ აზრზე. მინისტრის თქმით, სლოვაკეთის მხრიდან სამთავრობო ინიციატივის არც თუ ისე დიდი მხარდაჭერა, მის ქვეყანაში რუსულ პროპაგანდას უკავშირდება, რომელიც უკრაინაში იარაღის მიწოდების დაბლოკვის მიზნით გააქტიურდა. „რუსული პროპაგანდა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეცვალოს მოსახლეობის დამოკიდებულება, შეაჩეროს ან დაბლოკოს შემდგომი სამხედრო დახმარება, რომელიც უკრაინას მიეწოდება, მაგრამ ამ მთავრობამ, რა თქმა უნდა, გადაწყვიტა დაეხმაროს უკრაინელებს - ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ოკუპაცია“, - განაცხადა იაროსლავ ნადმა. ბრატისლავაში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის GLOBSEC-ის თანახმად, სლოვაკეთში გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარი უჭერს მხარს გამანადგურებლების მიყიდვას კიევისთვის, რათა უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში დაეხმაროს. სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრს, იაროსლავ ნადს, უკრაინისთვის MIG-29-ების ფლოტის გადაცემა 300 მილიონ ევროდ სურს.  

სლოვაკეთის პრემიერი: არ გვინდა, რომ რუსეთი ჩვენს მეზობლად იქცეს

ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეჭრის 54-ე წლისთავზე, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები უკრაინის დახმარების მოწოდებით გამოვიდნენ. პეტრ ფიალამ და ედუარდ ჰეგერმა განაცხადეს, რომ დღეს, როდესაც რუსული ტანკები უკრაინის მიწაზე მარშირებენ, მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, გავიხსენოთ 1968 წლის აგვისტო და ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად. „უკრაინის მხარდაჭერით ჩვენ მხარს ვუჭერთ საკუთარ უსაფრთხოებას. არ გვინდა, რომ რუსეთი ჩვენს მეზობლად იქცეს", - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა. „ისტორიის გახსენებით, ჩვენ ვსწავლობთ იმას, რომ ეს ისტორია აღარასოდეს განმეორდეს“, - დაამატა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ.  

NATO-ს ბომბდამშენები და დამხმარე თვითმფრინავები აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგდნენ

მოკავშირეთა მებრძოლებმა, ბომბდამშენებმა და დამხმარე თვითმფრინავებმა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ფართომასშტაბიანი, კომპლექსური, მრავალეროვნული წვრთნები ჩაატარეს. NATO-ს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის განცხადებით, მოკავშირეთა თვითმფრინავების ასეთი განლაგება ადასტურებს ალიანსის უნარს, რეაგირება მოახდინოს ევროატლანტიკურ ზონაში, NATO-ს ქვეყნებში ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეზე. წვრთნებში მონაწილეობდნენ მოკავშირეთა თვითმფრინავები სლოვაკეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან. შორ მანძილზე ოპერაცია, რომელსაც მოკავშირეთა საჰაერო სარდლობა ხელმძღვანელობდა, სლოვაკეთის თავზე განხორციელდა, სადაც  მრავალი მოკავშირე თავის მხრივ, შიდა ბაზებიდან დაფრინავდა. მონაწილეებმა ისარგებლეს ძირითადი ერთობლივი ტრენინგით, მათ შორის იყო ზუსტი დარტყმის შესაძლებლობების გამოყენება, ალიანსის თავსებადობის გაძლიერება და მზადყოფნის გაუმჯობესება. ეს არის პირველი მისია USAF B-52-ის ბომბდამშენებისთვის, რომლებიც 18 აგვისტოს ევროპაში, კიდევ ერთი  სამუშაო ჯგუფის როტაციის მიზნით ჩავიდნენ. ისინი მოკავშირეებთან ერთად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში იმოქმედებენ. ამ რთული მრავალეროვნული მისიის მიზანია NATO-ს ძალების მომზადება საფრთხის გარემოში მოქმედებისთვის, რაც უზრუნველყოფს პოტენციურ აგრესიაზე ქმედუნარიან და სარწმუნო პასუხს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამწვავებული დაძაბულობის ფონზე. ალიანსი განმარტავს, რომ წვრთნები NATO-ს საჰაერო სივრცეში, საერთაშორისო კანონებისა და სტანდარტების დაცვით ჩატარდა.

სლოვაკეთი უკრაინას 30 ერთეულ T-72 ტიპის ტანკს მიაწვდის - მედია

სლოვაკეთი უკრაინას 30 T-72 ტიპის ტანკს მიაწვდის. ინფორმაციას მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Business Insider-ის წყაროების ცნობით, გერმანია წელს სლოვაკეთს 15 მთავარ საბრძოლო ტანკს, თანამედროვე ტიპის Leopard 2-ს გადასცემს. სანაცვლოდ, სლოვაკეთი უკრაინაში საბჭოთა პერიოდის 30 ტანკს გაგზავნის. გაცვლის შესახებ სავარაუდოდ ამ კვირაში გამოცხადდება. Т-72 „ურალი“ მეორე თაობის ყველაზე მასიური ძირითადი საბრძოლო ტანკია. შედიოდა საბჭოათა შეიარაღებაში, 1973 წელს. Т-72 შექმნილია Уралвагонзавод-ის მიერ, ქვემო ტაგილში. T-72 შედის დსთ-ს ქვეყნების შეიარაღებაში, ვარშავის შეთანხმებით ექსპორტირდებოდა ფინეთში, ინდოეთში, ერაყსა და სირიაში. განახლება სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ამ დროისთვის სლოვაკეთი „არ განიხილავს T-72 ტანკების გაგზავნას უკრაინაში“. ამის ნაცვლად, სლოვაკეთს შეუძლია, 30-ზე მეტი BVP-1 ქვეითი საბრძოლო მანქანა მიაწოდოს უკრაინას და სანაცვლოდ მიიღოს 15 Leopard 2 ტანკი, საჭირო საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები გერმანიიდან.  

ილია დარჩიაშვილი სლოვაკ და ლუქსემბურგელ კოლეგებს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა სლოვაკ კოლეგასთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა რატისლავ კაჩერს მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მინისტრობის პერიოდში ორივე ქვეყნის ძალისხმევა მიმართული იქნება საქართველო-სლოვაკეთის ტრადიციული მეგობრობისა და პარტნიორული კავშირების გამყარებისკენ. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა სლოვაკეთის ტრადიციულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი და აღნიშნეს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა ამ გზაზე. მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა, აღინიშნა სლოვაკეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. მინისტრებმა ასევე აღნიშნეს წარმატებული თანამშრომლობა გაერო-ს ფარგლებში. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა გაეროში საქართველოს რეზოლუციის თანასპონსორობისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ლუქსემბურგელ კოლეგასთან შეხვედრისას ასევე აღნიშნა, დიდი საჰერცოგოსა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა, მათ შორის ლუქსემბურგის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური, ასევე სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები და განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების შესაძლებლობას, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა იკავებს ადგილს საქართველოს ინვესტორი ქვეყნების ათეულში. მათივე ცნობით, მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით შესაბამისი სექტორების წარმომადგენელთა ჩართულობას.  

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: მობილიზაცია პუტინის დასასრულს მოასწავებს

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა ვლადიმერ პუტინის მიმართვას„ „სამწუხარო“ უწოდა და განაცხადა, რომ მობილიზაცია „დასრულდება პუტინის, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დამხობით", იტყობინება Euractiv სექტემბერს. ნადი ასევე გამოეხმაურა რუსეთის გეგმებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების გამართვის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს არის არის „საბაბი უკრინის ტერიტორიაზე შემდგომი თავდასხმებისთვის“.  

ჩეხეთი სლოვაკეთთან დროებით სასაზღვრო კონტროლს იწყებს

ჩეხეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, პრაღა სლოვაკეთის საზღვარზე უკანონო მიგრაციის ზრდაზე რეაგირების მიზნით, დროებით სასაზღვრო კონტროლს დააწესებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „უკანონო მიგრაცია ძირითადად სირიიდან, წელს 1200%-ით გაიზარდა. 2022 წლის დასაწყისიდან პოლიციამ 11,000 არალეგალი მიგრანტი დააკავა", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუსანმა პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, შემოწმებები თავდაპირველად 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ევროკავშირის ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა და შენგენის ზონამ ლტოლვილის ომს გაქცეულ 400 000-ზე მეტ უკრაინელს მიანიჭეს სტატუსი, რომელთაგან დაახლოებით 300 000, სავარაუდოდ, ქვეყანაში რჩება და არ შედის არალეგალური მიგრაციის მონაცემებში.  

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: თვითმავალი ჰაუბიცების კიდევ ერთი პარტია უკრაინაშია

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იარო ნადმა განაცხადა, რომ ბრატისლავამ უკრაინას ორი თვითმავალი ჰაუბიცა (Zuzana) მიაწოდა. უფრო მეტს კიდევ მალე მივაწოდებთ უკრინას. 70 წლის იუბილის აღსანიშნავად, აგრესორ პუტინს კიდევ ერთი საჩუქარი გავუკეთეთ“, - აღნიშნა სლოვაკმა მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. 

პოლონეთი და სლოვაკეთი თავდაცვის ხარჯებს ზრდიან

პოლონეთი მნიშვნელოვნად გაზრდის თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 3 პროცენტამდე, სლოვაკეთი ასევე დიდ ინვესტიციებს ახორციელებს შეიარაღებულ ძალებში, ამის შესახებ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს. მანამდე, პოლონეთისა და სლოვაკეთის ლიდერები მატეუშ მორავეცკი და ედუარდ ჰეგერი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების ადგილს ეწვივენ პოლონეთში და განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები ზრდიან შეკავების შესაძლებლობებს და სამხედრო თანამშრომლობას მეზობელ უკრაინაში ომის ფონზე. მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა მომავალ წელს დახარჯავს 21,4 მილიარდი აშშ დოლარს, ან შესაძლოა, 27,8 მილიარდს თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის. მისი თქმით, ეს იქნება პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 3-დან 4 პროცენტამდე, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თავდაცვის ბიუჯეტია NATO-ს 30 წევრს შორის. ამჟამად, პოლონეთი თავის შეიარაღებულ ძალებზე მშპ-ს 2 პროცენტზე მეტს ხარჯავს. საუკეთესო სტრატეგია არის მტრის შეკავება საკუთარი ჯარის ძალით და სხვებთან თანამშრომლობით, აღნიშნა მორავეცკიმ. ჰეგერმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთის მთავრობა ინტენსიურად ახდენს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას და აღნიშნა, რომ უკრაინის ომმა აჩვენა რეგიონული თავდაცვის თანამშრომლობის აუცილებლობა. წვრთნები PUMA-22 სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, სასწავლო ზონაში, უკრაინის საზღვრიდან, დაახლოებით 150 კილომეტრში გაიმართა. ჰეგერის თქმით, მათ სურთ მშვიდობის დამყარება და იმის ჩვენება, რომ მათ აქვთ საკმარისი ძალა მშვიდობის დასაცავად.  

სლოვაკეთმა უკრაინას, კიდევ ერთი თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana-2 გადასცა

სლოვაკეთმა უკრაინას, კიდევ ერთი თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana-2 გადასცა. სლოვაკეთის პრეზიდენტი: უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცა Zuzana-2-ს გადავცემთ ამის შესახებ 18 ნოემბერს, სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნაგიმ Twitter-ზე დაწერა. სლოვაკეთმა უკრაინას ოთხი ჰაუბიცა Zuzana 2 გადასცა „მოხარული ვარ დავადასტურო, რომ უკვე მეშვიდე ჰაუბიცა „ზუზანა-2“ გადაეცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. „ზუზანა-2“ მზადაა დაიცვას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე“, - წერს იაროსლავ ნაგი.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სლოვაკეთმა უკრაინას, 30 ერთეული БМП-1-ის ტიპის საბრძოლო მანქანა გადასცა

უკრაინამ სლოვაკეთისგან 30 ერთეული БМП-1-ის ტიპის საბრძოლო მანქანა მიიღო.  ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა განაცხადა.  „მოხარული ვარ დავადასტურო, რომ უკრაინას სკლოვაკეთის წარმოების 30 ერთეული БМП-1-ის ტიპის საბრძოლო მანქანა გადავეცით, “ -წერს იაროსლავ ნადი Twitter-ზე.  მისივე თქმით, ეს საკითხი გერმანიასთან შეთანხმდა და სანაცვლოდ სლოვაკეთი, გერმანიის წარმოების 15 ერთეულ საბრძოლო ტანკ Leopard 2 A4-ს მიიღებს.   

სლოვაკეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც საბრძოლო მასალას, სამხედროებისთვის თბილ ტანსაცმელს და სხვა აღჭურვილობას მოიცავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა რასტისლავ კაჩერმა უკრაინელ კოლეგასთან დიმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი - მასში შედის საბრძოლო მასალა, მათ შორის დიდი კალიბრის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის, თბილი ტანსაცმელი და სხვა აღჭურვილობა", - განაცხადა კაჩერმა. მისივე თქმით, სლოვაკეთი გააგრძელებს უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების გაწევას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინელებს ზამთრის გადალახვა გაუმარტივოს. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მინდა ვუთხრა მათ, ვინც ამბობს, რომ „ჩვენ გვინდა მშვიდობა, მოლაპარაკებები”: ეს უკვე გავიარეთ ჰიტლერის დროს

„ჩვენ ვისწავლეთ ისტორიის გაკვეთილები და თქვენ, უკრაინას ბოლომდე დაგვეხმარებით", ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სლოვაკეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა „მინდა ვუთხრა მათ, ვინც ამბობს, რომ „ჩვენ გვინდა მშვიდობა, მოლაპარაკებები”: ეს გაკვეთილი ჰიტლერის დროს უკვე გავიარეთ“, - აღნიშნა რასტისლავ კაჩერმა. სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც საბრძოლო მასალას, სამხედროებისთვის თბილ ტანსაცმელს და სხვა აღჭურვილობას მოიცავს. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სლოვაკეთი მზადაა, უკრაინას MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გადასცეს

სლოვაკეთი მზადაა, უკრაინას თავისი MiG-29 ტიპის მოიერიშე თვთმფრინავი გადასცეს. ამისთვის მზადება შესაძლოა, უახლოეს კვირებში დაიწყოს. ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რასტილავ კაჩერმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა. „მიგ-29 ჯერ არ გადმოგვიცია, მაგრამ მზად ვართ ეს გავაკეთოთ. NATO-ში პარტნიორებთან ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს“, - განაცხადა რასტილავ კაჩერმა. მისივე თქმით, ამის შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრაზეც ისაუბრეს.  

უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, გაფართოების საკითხზე ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში პირველად მოხვდებიან

პირველად მოხდება ისე, რომ ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში გაფართოების საკითხზე მოხვდებიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სტანჩიკმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ საკითხად განიხილება ევროკავშირის გაფართოების, სტაბილიზაციისა და ასოციაციის პროცესი. სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტმა, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო მინისტრის თქმით, სლოვაკეთს მიაჩნია, რომ ევროკავშირის გაფართოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „სლოვაკეთს სჯერა, რომ უკრაინა უნდა იყოს ჩვენი დემოკრატიული ოჯახის წევრი. პირველად მოხდება, როდესაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო იქნებიან ნახსენები ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოება არის ჩვენი კავშირის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, გაფართოება მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზეზებით. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის ევრკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რადგან ეს იქნება ძლიერი ბიძგი, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკოსებმა გააგრძელონ ქვეყნის რეფორმირება ევროპული გზით“, – განაცხადა სტანჩიკმა საზოგადოებრივი მაუყებლის ცნობით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

სლოვაკეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

სლოვაკეთში პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ჰეგერის პარტიის წევრებმა კენჭის ყრის დროს დარბაზი დატოვეს. უნდობლობს გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას 78 მხარდამჭერი ჰყავდა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, პარლამენტის 20 წევრი იყო. ორმა თავი შეიკავა. სლოვაკეთის პარლამენტის სპიკერის ბორის კოლარის განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები შესაძლოა, 2023 წელს ჩატარდეს. სლოვაკეთის მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა, სუზანა ჩაპუტოვამ მთავრობა უნდა გადააყენოს. მომავალ არჩევნებამდე ედუარდ ჰეგერის მთავრობას მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი ექნება.

უკრაინამ სლოვაკეთისგან თვითმავალი ჰაუბიცა მიიღო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ სლოვაკური წარმოების მერვე თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana 2 მათ განკარგულებაშია. „ეს არის რვა თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana 2-დან ბოლო, რომლის უკრაინისთვის მიწოდების ვალდებულება სლოვაკეთმა შარშან ივნისში დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე აიღო“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში. ინფორმაციისთვის, რვა ერთეული Zuzana 2-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცის მიწოდების ხელშეკრულების შესრულების გარდა, სახელმწიფო სააქციო საზოგადოება Konstrukta-Defens-ი უკრაინისთვის კიდევ 16 ერთეულ ამ ტიპის აღჭურვილობას დაამზადებს, რომელსაც დანია, გერმანია და ნორვეგია ერთობლივად დააფინანსებენ.  

სლოვაკეთში ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული რეფერენდუმი ჩაიშალა

რეფერენდუმის ჩაშლის მიუხედავად, სლოვაკეთში შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები მაინც ჩატარდეს. ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პარლამენტის 4 წლით არჩევის წესი შეიცვლება, რისთვისაც საკონსიტუციო ცვლილებაა საჭირო. რეფერენდუმი ბათილად გამოცხადდა, რადგან ხმის მისაცემად ამომრჩეველთა მხოლოდ 27% გამოცხადდა. ბარიერის გადასალახად კი, რეფერენდუმში მონაწილეობა 50%-ზე მეტმა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს. 1993 წელს დამოუკიკდებლობის მოპოვების შემდეგ, სლოვაკეთში რეფერენდუმი ერთხელ შედგა, როდესაც კენჭისყრა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩატარდა.  ცნობისათვის, პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს კვირას, საღამოს გამართავენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარების პერსპექტივებს განიხილავენ. არჩევნები შესაძლებელია, ზაფხულამდე ან შემოდგომამდე ჩატარდეს. მორიგი არჩევნები სლოვაკეთში 2024 წლის თებერვალშია დაგეგმილი. სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა კაპუტოვამ პრემიერ ედუარდ ჰეგერს იანვრის ბოლომდე მისცა ვადა, რათა ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ნაბიჯები გადაედგა. კაპუტოვამ მმართველი პარტია სლოვაკეთის ქაოტური გზით მართვის გამო გააკრიტიკა. ჰეგერმა მთავრობას გადადგომისკენ 2022 წლის სექტემბერში მოუწოდა.

ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი, სლოვაკ კოლეგასთან ერთად უკრაინაში ვიზიტს გეგმავს - მედია

ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი პეტრ პაველი სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა კაპუტოვასთან ერთად უკრაინაში ვიზიტს გეგმავს, იტყობინება ჩეხური ტელეარხი CT24. 28 იანვარს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს გადამდგარ გენერალ პეტრ პაველს ჩეხეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ჩეხეთის პრეზიდენტად გადამდგარი გენერალი პეტრ პაველი აირჩიეს პაველმა მილიარდერი ანდრეი ბაბიში დაამარცხა, რომელიც რუსეთისკენ მიდრეკილ კანდიდატად ითვლებოდა. საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრ პაველმა ხმების 58,32% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ჩეხმა მილიარდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია ANO-ს ლიდერმა - 41,67%.  

სლოვაკეთმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, რუსეთი კი, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, რუსეთი კი, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. რეზოლუციას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12 წინააღმდეგ წავიდა, 7-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო 23-მა თავი შეიკავა. სლოვაკმა დეპუტატებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო პირების, სამოქალაქო ობიექტებისა და საკვანძო ენერგეტიკული სტრუქტურების წინააღმდეგ. რეზოლუცია არ აღიარებს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებულ ე.წ. „რეფერენდუმებს” და მათ შედეგებს და მიუთითებს, რომ ეს ტერიტორიები უკრაინის ნაწილად რჩება. სლოვაკი დეპუტატები რუსეთის ჰიბრიდულ ომს გმობენ, რომელსაც ის სლოვაკეთის ტერიტორიაზეც აწარმოებს. რეზოლუცია სამართალდამცავ ორგანოებს, სადაზვერვო სამსახურებსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს მოუწოდებს, საფრთხე სათანადოდ შეაფასონ და სლოვაკეთში უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შესანარჩუნებლად შესაბამისი ეფექტიანი ზომები მიიღონ.  

სლოვაკეთი უკრაინაში MIG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს აგზავნის

სლოვაკეთი უკრაინის მეორე მოკავშირეა, რომელმაც კიევისთვის MIG-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების გაგზავნა გადაწყვიტა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებას მთავრობამ დაუჭირა მხარი. „დაპირებები უნდა შესრულდეს. როდესაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ითხოვა მეტი იარაღი, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავები, ვუთხარი, რომ ყველაფერს გავაკეთებდით. მოხარული ვარ, რომ სხვებიც იგივეს აკეთებენ. სამხედრო დახმარება არის გასაღები იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ საკუთარი თავი და მთელი ევროპის რუსეთისგან დაცვა შეძლოს", - დაწერა ჰეგერმა Twitter-ზე. სლოვაკეთი შეუერთდა პოლონეთს, რომელმაც 16 მარტს გამოაცხადა თვითმფრინავების მიწოდების შესახებ. NATO-ს ეს ორივე წევრი ქვეყანა უკრაინის მეზობელია. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინას, უახლოეს დღეებში გაუგზავნიან MIG-29 ტიპის გამანადგურებლებს. ამასთან, მედია 16 მარტს წერდა, რომ დასავლეთი უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემას განიხილავდა. მაგალითად, დანია უკრაინისთვის საკუთარი საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნაზე მსჯელობს.  

უკრაინა სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტის დაწყებას გეგმავს

უკრაინა უახლოეს დღეებში სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ NEC Ukrenergo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ვლადიმერ კუდრიცკიმ განაცხადა. „დღეს ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობაა ჩვენს ენერგოსისტემაში. ამჟამად ელექტროენერგია ექსპორტზე გადის პოლონეთსა და მოლდოვაში. ჩვენ ასევე ვემზადებით მესამე მიმართულების - სლოვაკეთის გასახსნელად. იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას ჩვენი სლოვაკი კოლეგები უახლოეს დღეებში მიიღებენ“,- განაცხადა კუდრიცკიმ. უკრაინამ ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი 2022 წლის ივნისის ბოლოს დაიწყო. ოქტომბერში ექსპორტი შეჩერდა მას შემდეგ, რაც რუსულმა რაკეტებმა და უპილოტო თვითმფრინავებმა მასიურად დაიწყეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა.  

უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს დროებით სლოვაკეთიც აჩერებს

სლოვაკეთი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს დროებით წყვეტს. მანამდე მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს უნგრეთმა და პოლონეთმა, რაც დაგმო ევროკომისიამ. ამ საკითხზე გაიმართება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, განაცხადა დროებით დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა. „სლოვაკეთი დროებით შეწყვეტს უკრაინიდან მარცვლეულის და სხვა შერჩეული პროდუქტების იმპორტს. დღეს სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება ამ თემაზე. შედეგები გამოქვეყნდება", - წერს ჰეგერი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ცალმხრივი აკრძალვა მიუღებელია, განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა 16 აპრილს მას შემდეგ, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა ადგილობრივი ფერმერების დასაცავად, უკრაინიდან იმპორტი შეწყვიტეს. პოლონეთმა და უნგრეთმა განაცხადეს, რომ შეზღუდვები 30 ივნისამდე გაგრძელდება. „მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და, შესაბამისად, ცალმხრივი ქმედებები მიუღებელია“, - განაცხადა სპიკერმა და აღნიშნა, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის ფარგლებში ყველა გადაწყვეტილების ირგვლივ კოორდინაციას. 16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა და უნგრეთმა აკრძალეს მარცვლეულისა და სხვა საკვების იმპორტი უკრაინიდან, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფერმერებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში უკრაინული ნაწარმის დიდი მოცულობით და გადასახადების გარეშე შედინებამ მათი შემოსავალი შეამცირა. პოლონეთმა 16 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის მარცვლეულისთვის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციისთვის დაწესებული აკრძალვა შეეხება მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე გაივლის. უნგრეთის მთავრობამ თავის მხრივ, განაცხადა, რომ ელის ცვლილებებს ევროპულ რეგულაციაში, მათ შორის შარშანდელი გადაწყვეტილების გადახედვას უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე იმპორტის ყველა ტარიფის გაუქმების შესახებ. კიევმა 16 აპრილს განაცხადა, რომ აკრძალვა მოქმედ ორმხრივ შეთანხმებებს არღვევს.  

პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერები: NATO მზად უნდა იყოს ნაბიჯებისთვის, რომლებიც უკრაინას „ნაცრისფერი ზონის“ სტატუსს მოხსნის

ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც პოლონეთის, ჩეხეთსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებს მატეუშ მორავეცკის, პეტერ ფიალასა და ედუარდ ჰეგერს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ NATO-მ უკრაინის წევრობის მკაფიო გზა უნდა განსაზღვროს, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები, იქამდე კი, მზად უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიები წარმოადგინოს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოხსნის უკრაინას „ნაცრისფერი ზონის“ სტატუსს. თავის სტატიაში პრემიერები საუბრობენ, რომ 2008 წელს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინის ისევე როგორც საქართველოს მომავალი NATO-ს წევრობასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. პრემიერ-მინისტრები მიიჩნევენ, რომ ახლა უკრაინისთვის ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების დაგეგმა ნაადრევი არ არის, რადგან მთავრობის მეთაურების განმარტებით, არ იქნება უკრაინის მდგრადი აღდგენა და ინვესტიციები, თუ უკრაინას შესაძლებლობა არ ექნება დაიცვას საკუთარი თავი მორიგი აგრესიებისგან. სამი ქვეყნის პრემიერები მიიჩნევენ, რომ ვილნიუსში NATO-ს მორიგ სამიტზე, მას მოუწევს რთულ თუმცა გარდაუვალ კითხვებზე პასუხის გაცემა ალიანსის მომავალთან დაკავშირებით, მათ შორის მის დამოკიდებულებაზე უკრაინის მიმართ და რუსეთთან ურთიერთობის მომავალ სტრატეგიასთან დაკავშირებით. „ახლა დადგა დროა აალიანსისთვის განსაზღვროს მკაფიო და საიმედო გზა უკრაინის წევრობისთვის, თუ და როცა კიევი მოისურვებს და როცა მას მისცემს ამის საშუალებას გარემოებები. იქამდე კი, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად უზრუნველვყოთ მისთვის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც არ მისცემს საშუალებას უკრაინას გახდეს „ნაცრისფერი ზონა“, - ნათქვამია სტატიაში.  

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი გაზს უნგრეთსა და სლოვაკეთს სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მიაწვდის

აზერბაიჯანი უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდებას გეგმავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „2021 წელს ჩვენ ევროპას მივაწოდეთ 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. წელს კი ჩვენი სამიზნე 12 კუბური მეტრია. დღეს აზერბაიჯანული გაზი ექსპორტზე გადის საქართველოში, თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, იტალიაში და ამ წლიდან უკვე რუმინეთში. მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ყველა საჭირო ინტერკონექტორის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ჩვენ უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდების დაწყებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ალიევმა. ალიევი ბულგარეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.  

კიევში უკრაინის, ჩეხეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

უკრაინის პრეზიდენტებმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მისმა ჩეხეთმა პეტრ პაველმა და სლოვაკეთის ლიდერმა ზუზანა ჩაპუტოვამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ. ხელმოწერის ცერემონია კიევში გაიმართა. „მადლობელი ვარ სლოვაკეთისა და ჩეხეთის, რომ მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. შესაბამისი პრინციპები ჩაწერილია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც ახლახან მოვაწერეთ ხელი", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. კიევში ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები 28 აპრილს ჩავიდნენ, რასაც მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშის გამოცხადება უძღოდა წინ. რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ უმანში საცხოვრებელი მიკრორაიონის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.  

უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ გზაზე - სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე

„ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები და უარი უნდა ვთქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ამ გზაზე. ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა, სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ბორის კოლარმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. კოლარის შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ადვილი პროცესი, მაგრამ მთლიანი გზა, მთლიანი ტენდენცია უნდა იყოს თვალნათელი. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები და უარი უნდა ვთქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ამ გზაზე. მინდა ძალიან გულწრფელი ვიყო. ჩვენ როგორც სლოვაკეთს, გვესმის ეს. სლოვაკეთს თავისი გზის დასაწყისში მოწვევა არ გვქონია 1998 წელს, რომ გავწევრიანებულიყავით ევროკავშირში, მაგრამ ბოლოს ჩვენ მივაღწიეთ და გავწევრიანდით 2004 წელს სხვა ქვეყნებთან ერთად. ჩვენ პირველ პრიორიტეტად გავიხადეთ ევროინტეგრაცია და საქართველოშიც აუცილებელია, რომ ყველა - პოზიცია, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, იყოს ერთიანი ევროკავშირისკენ მისწრაფებაში, მნიშვნელოვანია ასეთი სიგნალის გაშვება. ნორმალურია ყველა პოლიტიკურ ქვეყანაში განსხვავებები, მაგრამ თუ პოლარიზაციასთან გვაქვს საქმე, ამით საზოგადოებას, მათ მომავალ განვითარებას ვაყენებთ ზიანს და ხდება დეზინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკოსმა შექმნას კონტაქტები, ხიდები ააშენოს ერთიანობის და ჩვენ იმისთვის ვართ აქ, რომ ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ და შეიძლება ხარვეზებზეც მიგითითოთ, რომელიც უნდა მოგვარდეს. ჩვენი ვიზიტის გზავნილი გახლავთ ის, რომ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს გზას და მისწრაფებას ევროკავშირისკენ და ჩვენ ვართ მეგობრები საქართველოსი“, - განაცხადა ბორის კოლარმა. თარგმანს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, საქართველოში სლავკოვის სამეულის: სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები იმყოფებიან. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სამი ქვეყნის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება.  

პრეზიდენტმა ,,სლავკოვის სამეულთან“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში არსებული გამოწვევები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში სლავკოვის სამეულს: სლოვაკეთის, ჩეხეთის და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. "აღინიშნა, რომ მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ,,სლავკოვის სამეულის“ ვიზიტი ხაზს უსვამს ჩენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს არ შეუძლია მეორე უარი მიიღოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საქართველოს ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს და ის ჩვენს ღირებულებებს, ისტორიას, ბრძოლას და მომავლის ხედვას ეფუძნება. ხაზი გაესვა ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და აღინიშნა, რომ ის ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური გამოწვევაა, რუსეთის წინააღმდეგ მთავარი იარაღი კი, საერთაშორისო სოლიდარობაა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების მთავარი გზავნილები თბილისში

სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტის თავმჯდომარეების საქართველოში ჩამოსვლა სლავკოვის სამეულისთვის პირველ ერთობლივ საგარეო ვიზიტს წარმოადგენს. ოფიციალურმა პირებმა კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურეს, ამ გზაზე საქართველოს დახმარების მზაობა გამოხატეს, თუმცა მიუთითეს აუცილებელი, კომპლექსური რეფორმების გატარებაზე, ევროკავშირისკენ სწრაფვის მიზნებში ყველა მხარის ერთიანობის მნიშვნელობაზე. სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, ბორის კოლარმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმა. სლოვაკმა პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ აუციელებელია უარი ითქვას ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. „ჩვენი ვიზიტის გზავნილი გახლავთ ის, რომ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს გზას და მისწრაფებას ევროკავშირისკენ და ჩვენ ვართ მეგობრები საქართველოსი“, - აღნიშნა ბორის კოლარმა. თავის მხრივ, ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისიდან გაუგზავნა მკაფიო სიგნალი რუსეთს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არის მიუღებელი.  „ჩეხეთი, სლოვაკეთი და ავსტრია საქართველოს საუკეთესო მეგობრები არიან, მხარს ვუჭერთ ევროკავშირსა და NATO-ში თქვენს გაწევრიანებას“, - აღნიშნა მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ. „საქართველომ უნდა შეასრულოს 12 პუნქტი. ჩვენ ამაში დაგეხმარებით, თუმცა სამუშაო შესასრულებელია საქართველოს მხრიდან და უნდა იყოს ნაჩვენები მზაობა. სამუშაო შესასრულებელია საქართველოს მხრიდან და უნდა იყოს ნაჩვენები მზაობა. ჩვენს ქვეყნებს, ყველას ჰქონდა ეს პრობლემები წევრობის გზაზე და საქართველოც არ არის გამონაკლისი, მაგრამ ჩვენ მოგიწოდებთ, იმუშაოთ. ასევე, სააკაშვილის დახმარება იქნება პოზიტიური სიგნალი და ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ საკითხზე. პოზიტიურად ვართ განწყობილი თქვენ მიმართ და ამ სლავკოვის ფორმატით ყველაფერს გააკეთებენ თქვენს მხარდასაჭერად“, – განაცხადა მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ. ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროკავშირში. „ჩვენ გვინდა, მოვისმინო თქვენგან, რისი გაკეთება შეგვიძლია... ყველა მხარეს მოვუწოდებთ, ითანამშრომლონ, რათა მიჰყვნენ იმ გზას, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, - აღნიშნა ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ სობოტკამ. საქართველოს და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

უნგრეთი სლოვაკეთის ცაზე პატრულირებას, პოლონეთთან და ჩეხეთთან ერთად განახორციელებს

უნგრეთი სლოვაკეთის საჰაერო სივრცეს პოლონეთთან და ჩეხეთთან ერთად დაიცავს, იტყობინება სლოვაკეთის რესპუბლიკის პრესის სააგენტო (TASR). მისივე თანახმად, სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სკლენარმა პოლონეთის თავდაცვის მინისტრ, მარიუშ ბლაშჩაკთან, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დანიელ ბლაზკოვეცთან და უნგრეთის თავდაცვის მინისტრ, კრისტოფ სალაი-ბობროვნიცკისთან, ვიშეგრადის ოთხეულის (V4 - სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი და პოლონეთი) დეკლარაციას მოაწერა ხელი. „აქამდე ასეთი შეთანხმება გვქონდა პოლონეთთან და ჩეხეთთან - ეს პარტნიორები რამდენიმე თვეა პატრულირებენ ჩვენს ცაზე. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხეთ უნგრეთთან შეთანხმება და ის ამ ინიციატივაში ჩაერთვება“, - განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, სლოვაკეთს შეუძლია, 2024 წლის 31 დეკემბრამდე სამივე ქვეყნის შესაძლებლობებისა და თვითმფრინავების გამოყენების იმედი ჰქონდეს. „ვიდრე შეკვეთილი F-16-ის ტიპის თვითმფრინავი არ ჩამოვა სლოვაკეთში“, - განაცხადა მარტინ სკლენარმა. სლოვაკეთმა უკრაინას MiG-29 ტიპის კიდევ 9 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა  

უკრაინა ZUZANA 2-ის ტიპის კიდევ 16 ჰაუბიცას მალე მიიღებს - სლოვაკეთის პრეზიდენტი

სლოვაკეთი მალე უკრაინას კიდევ ZUZANA 2-ის ტიპის თვითმავალ საარტილერიო დანაყოფს გადასცემს. ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ თავის უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ბრატისლავაში განაცხადა. სლოვაკეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა და საბრძოლო თვითმფრინავები უკვე მიაწოდა და თანამშრომლობა თანდათან სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე გადადის. სლოვაკეთი და უკრაინა ერთობლივად აპირებენ ახალი ტიპის ჰაუბიცის განვითარებას და Zuzana-ს საბრძოლო მასალისა და Bozena-ს გამანადგურებელი სისტემის ერთობლივად წარმოებას. ჩაპუტოვამ აღნიშნა, რომ უკრაინას სურს, გაზარდოს განაღმვის აღჭურვილობის რაოდენობა.  

სლოვაკეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, „სოლიდარობის გზებს“ გახსნის

სლოვაკეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, „სოლიდარობის გზების“ გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.  სოფლის მეურნეობის მინისტრ, იოჟეფ ბირეშის თქმით, მსოფლიო ბაზრებზე უკრაინული მარცვლეული საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო გზების გამოყენებით უნდა გაიტანონ. „სლოვაკეთი ცდილობს, მაქსიმალურად დაეხმაროს უკრაინას ინფრასტრუქტურის სფეროში, იმისთვის, რომ ტრანსპორტირების პირობები, რაც შეიძლება, მარტივი გახდეს და მარცვლეული სწრაფად მოხვდეს იქ, სადაც ის ყველაზე საჭიროა,“ - განაცხადა ბირეშმა. 26 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირი მზადაა, უკრაინის თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ექსპორტზე „სოლიდარობის გზებით“ გაიტანოს.  

სლოვაკი გენერალი ტავრიის ჯარების ჯგუფს ეწვია

სლოვაკეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი დანიელ ზმეკო უკრაინის სამხრეთში, ტავრიის ჯარების ჯგუფს ეწვია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. „უკრაინულმა მხარემ მადლობა გადაუხადა სლოვაკეთს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გაწეული მატერიალური და ტექნიკური დახმარებისთვის. კერძოდ, ხაზი გაესვა სლოვაკეთის მიერ მოწოდებული იარაღის საბრძოლო გამოყენების ეფექტიანობას. გენერალი ვალერი ზალუჟნი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გასულ კვირას შეხვდა თავის სლოვაკ კოლეგას, რომლის დროსაც განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება და უკრაინის არმიის საჭიროებები, ხოლო ზალუჟნიმ მადლობა გადაუხადა სლოვაკ გენერალს ბრატისლავის მხარდაჭერისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ.“ NATO-სა და ევროკავშირის წევრმა სლოვაკეთმა უკრაინას ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება გაუწია. კიევისთვის მიწოდებული სამხედრო ტექნიკა მოიცავდა არტილერიას, ჯავშანტექნიკას, საჰაერო თავდაცვას და 13 საბჭოთა წარმოების MiG-29-ის ტიპის გამანადგურებელს, რომელსაც ადრე სლოვაკეთის საჰაერო ძალები მართავდნენ.  

სლოვაკეთის ცას გერმანიაც დაიცავს, ბრატისლავამ ყველა MiG-29 უკრაინას გადასცა

გერმანიის საჰაერო ძალები შეუერთდა NATO-ს წევრი ქვეყნების ჯგუფს, რომელიც სლოვაკეთის ცას დაიცავს. სლოვაკთმა უკრაინას თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემები და MiG-29 მოიერიშე თვითმფრინავები გადასცა. როგორც მანამდე ბუნდესვერის პრესსამსახური იტყობინებოდა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ფრენები სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში 22 დეკემბრამდე შესრულდება. უნგრეთი სლოვაკეთის ცაზე პატრულირებას, პოლონეთთან და ჩეხეთთან ერთად განახორციელებს მისივე თანახმად, ზემო ბავარიაში დისლოცირებული გერმანული ტაქტიკური საჰაერო ძალების 74-ე ესკადრილიის ორი საბრძოლო თვითმფრინავი (Eurofighter) საბრძოლო მზადყოფნაში დარჩება, რომლის მიზანიც საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ან მტრის ობიექტების განეიტრალება იქნება. სლოვაკეთი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ნაწილია. ესაზღვრება უკრაინას, სადაც რუსეთი სრულმასშტაბიან ომს გასული წლის თებერვლის შემდეგ აწარმოებს.  2022 წლის აპრილში სლოვაკეთმა უკრაინას თავისი S-300-ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები გადასცა. გარდა ამისა, სლოვაკეთმა უკრაინას მარტში გაუგზავნა თავისი საბრძოლო თვითმფრინავები (MiG-29). ამიტომ, ქვეყანას საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა აღარ შეუძლია. თავდაპირველად, ეს ამოცანა აღმოსავლეთ ევროპის უახლოესმა მეზობლებმა - პოლონეთმა, ჩეხეთმა და უნგრეთმა იტვირთეს, ახლა კი, გუნდს გერმანიაც შეუერთდა.  

სლოვაკეთმა რუსი დიპლომატი გააძევა

სლოვაკეთმა რუსი დიპლომატის გაძევეების შესახებ განაცხადა. Reuters-ის ცნობით, სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დაიბარა რუსეთის ელჩი და მოუწოდა საელჩოს, განახორციელოს თავისი საქმიანობა ვენის კონვენციის შესაბამისად. მას დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია. „მიზეზი არის მისი საქმიანობა, რომელიც პირდაპირ არღვევდა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას, რომელიც საფუძვლიანად იყო დოკუმენტირებული სლოვაკეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ," - აცხადებენ სამინისტროში გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რუს დიპლომატს 48 საათი აქვს ქვეყნის დასატოვებლად.  

BBC: სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მას კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების დაწყება მოუწევს

პრორუსულმა პარტიამ, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიკო ხელმძღვანელობს, სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. თითქმის ყველა ხმა უკვე დათვლილია. „სლოვაკი სოციალ-დემოკრატების“ პარტიამ ამომრჩეველთა ხმების თითქმის 24% მოიპოვა, პარტია „პროგრესულმა სლოვაკეთმა“ დაახლოებით 17% მიიღო, პროევროპულმა პარტიამ "ხმამ" კი, 15 %. როგორც BBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ რობერტო ფიკოს პარტიამ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, მას მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების დაწყება მოუწევს. მან პირობა დადო, რომ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს. სლოვაკეთი კიევის ერთგული და მტკიცე მოკავშირე იყო, უკრაინას აწვდიდა რაკეტებს და ვერტმფრენებს. ასევე საჩუქრად გადასცა MiG-29-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მთელი ფლოტი.  

სლოვაკეთის საგარეო უწყებამ რუსეთის წარმომადგენელი დაიბარა, ბრატისლავა მოსკოვს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

სლოვაკეთი მოსკოვს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. ბრალდება ეხება რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსის მიერ „განზრახ დეზინფორმაციის გავრცელებას“ სლოვაკეთის არჩევნებთან დაკავშირებით, წერს Lemonde. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრატისლავაში დაიბარა რუსეთის საელჩოს ოფიციალური პირი და მოუწოდა მოსკოვს, „შეწყვიტოს დეზინფორმაციული ქმედებები, რომლებიც მიმართულია სლოვაკეთის წინააღმდეგ.“ BBC: სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მას კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების დაწყება მოუწევს „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია არის რუსეთის ფედერაციის მიერ სლოვაკეთის რესპუბლიკის საარჩევნო პროცესში დაუშვებელი ჩარევა,“ - ნათქვამია სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სამინისტრო „კატეგორიულად აპროტესტებს რუსული დაზვერვის ცრუ განცხადებას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სლოვაკეთში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების მთლიანობას.“ მოსკოვმა უარყო სლოვაკეთის მთავრობის ბრალდებები. „სლოვაკეთის ზოგიერთი ამჟამინდელი მოკავშირისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში და არ ვმონაწილეობთ რეჟიმის შეცვლაში,“ - აცხადებენ ბრატისლავაში რუსეთის საელჩოში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „მჭიდრო კავშირშია სლოვაკეთ კოლეგებთან". „აშშ არ იკავებს რომელიმე მხარეს საგარეო არჩევნებში,“ განაცხადა მილერმა და აღნიშნა, რომ აშშ „განაგრძობს მუშაობას სლოვაკეთის მიერ არჩეულ მთავრობასთან ერთად.“ რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა „როგრესულ სლოვაკეთს“ „აშშ-ის მარიონეტები" უწოდა და განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „გაზარდა ჩარევა სლოვაკეთის შიდა პოლიტიკურ სიტუაციაში." პრორუსულმა პარტიამ, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიკო ხელმძღვანელობს, სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. „სლოვაკი სოციალ-დემოკრატების“ პარტიამ ამომრჩეველთა ხმების თითქმის 24% მოიპოვა, პარტია „პროგრესულმა სლოვაკეთმა“ დაახლოებით 17% მიიღო, პროევროპულმა პარტიამ "ხმამ" კი, 15 %.

სლოვაკეთის ახალი პრემიერის თქმით, უკრაინისადმი ევროკავშირის დახმარება გარკვეულ პირობებს უნდა ეფუძნებოდეს

სლოვაკეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროკავშირის სხვა ლიდერებს განუცხადა, რომ უკრაინისადმი ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარება გარანტიებს უნდა მოიცავდეს იმის შესახებ, რომ თანხები მითვისებული არ იქნება. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ერთგვარი პირობის აუცილებლობას სლოვაკეთი იმით ხსნის, რომ “უკრაინაში კორუფციის პრობლემა არსებობს.“ მანვე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მზად არის, გაზარდოს თავისი წვლილი ევროკავშირის ბიუჯეტში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 400 მილიონი ევროთ, რათა უკრაინამ გარკვეული პირობებით მიიღოს 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი. ფიცომ ეს პირობები ხუთშაბათს გამართული დებატების დროს წამოჭრა. Reuters-ი წერს, რომ ევროკავშირის ლიდერების ორდღიან სამიტზე, ფიცო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს უკრაინის დახმარების კრიტიკაში შეუერთდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ ბიუჯეტის გადახედვის შესახებ დისკუსიისას იყო საერთო კონსენსუსი უკრაინისთვის გათვალისწინებული დამატებითი 50 მილიარდი ევროს გამოყოფის თაობაზე. სლოვაკეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, თუ ისინი მის ქვეყანას ზიანს მოუტანს. მისი თქმით, უმჯობესია, რუსეთმა და უკრაინამ 10 წლის განმავლობაში სამშვიდობო მოლაპარაკება აწარმოონ, ვიდრე 10 წლის განმავლობაში ერთმანეთს ეომონ. „ჩემი მთავრობის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საომარი მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტა წარმოადგენს საუკეთესო გადაწყვეტას, რომელიც მოგვეპოვება უკრაინისთვის," - განაცხადა ფიცომ პარლამენტის ევროპული კომიტეტის წინაშე გამოსვლაში. ფიცოს მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კიდევ ორ პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა კოალიციური მთავრობა. არჩევნების წინ ფიცო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას ემხრობოდა და რუსეთის მიმართ სანქციების წინააღმდეგ გამოდიოდა.  სლოვაკეთის პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შემდეგ, ოთხშაბათს ჩატარდა. მის თავმჯდომარედ კოალიციაში შემავალი პარტია „ხმის“ ლიდერი პეტერ პელეგრინი აირჩიეს. კოალიციაშია ასევე პრორუსული განწყობების სლოვაკეთის ნაციონალური პარტია.  

სლოვაკეთის ახალმა მთავრობამ უკრაინისთვის $43 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი არ მიიღო

სლოვაკეთის ახლად დანიშნულმა მთავრობამ უკრაინისთვის 40,3 მილიონი ევროს (43,2 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდებაზე უარი განაცხადა. ეს პაკეტი წინა მთავრობის მიერ იყო ინიცირებული. რობერტ ფიცოს პარტიამ, რომელიც კიევისთვის სამხედრო დახმარების წინააღმდეგია, 30 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. პარტიამ კოალიციური მთავრობა მემარცხენე და ულტრანაციონალისტურ პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა. „სლოვაკეთის მთავრობა დახმარებას გაუწევს უკრაინას ჰუმანიტარული და „არა სამხედრო გზით. ჩვენ გვინდა მშვიდობა და არა ომი,“ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა მატუს სუტაი ესტოკმა. ფიცომ 6 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა სლოვაკური კომპანიებისგან იარაღის მიყიდვას ხელს არ შეუშლის. „თუ რომელიმე კომპანიას სურს იარაღის წარმოება და სადმე ექსპორტი, ამას არავინ შეუშლის ხელს, რა თქმა უნდა," - აღნიშნა ფიცომ.    

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა NATO-ს გენერალურ მდივანს, უკრაინისთვის სლოვაკეთის მარაგებიდან სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ შეატყობინა

სლოვაკის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინაკმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უკრაინისთვის სლოვაკეთის მარაგებიდან სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ შეატყობინა. ინფორმაციას უკრაინული სააგენტო Ukrinform-ი ავრცელებს.   სლოვაკური მხარის განმარტებით, უკრაინას “ჰუმანიტარული, სამოქალაქო და ტექნიკური არალეტალური დახმარების საკმაოდ ფართო სპექტრს” სთავაზობენ. სამინისტროს განცხადებით, სლოვაკეთის ახალი მთავრობა მიზნად ისახავს ქვეყნის შეიარაღებული ძალების პოტენციალის და შესაძლებლობების გაძლიერებას, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის და სახელმწიფოს უსაფრთხოების შენარჩუნებას. რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ სლოვაკეთის ახალმა მთავრობამ უკრაინისთვის $43 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი არ მიიღო. ახალმა პრემიერ-მინისტრმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა შეწყვეტს სამხედრო დახმარებას უკრაინაში. ეს იყო პოლიტიკოსის ერთ -ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება. რობერტ ფიცოს პარტიამ, რომელიც კიევისთვის სამხედრო დახმარების წინააღმდეგია, 30 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. „სლოვაკეთის მთავრობა დახმარებას გაუწევს უკრაინას ჰუმანიტარული და „არა სამხედრო გზით. ჩვენ გვინდა მშვიდობა და არა ომი,“ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა მატუს სუტაი ესტოკმა. ფიცომ 6 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა სლოვაკური კომპანიებისგან იარაღის მიყიდვას ხელს არ შეუშლის. „თუ რომელიმე კომპანიას სურს იარაღის წარმოება და სადმე ექსპორტი, ამას არავინ შეუშლის ხელს, რა თქმა უნდა," - აღნიშნა ფიცომ.  

კულება სლოვაკეთის ახალი მთავრობის მინისტრს პირველად შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, რომელიც ორდღიანი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელ იურაი ბლანართან პირველი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ მან Twitter-ზე (X) დაწერა.  კულებამ თავის სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრას "კონსტრუქციული" უწოდა. მან სლოვაკეთს მადლობა გადაუხადა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ცალსახა მხარდაჭერისთვის, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს ევროკომისიის გადაწყვეტილებას უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. „მე ასევე მადლობელი ვარ ჩემი სლოვაკი კოლეგის, რომ თავდაცვის ინდუსტრიის თანამშრომლობა ჩვენს კომპანიებს შორის გაგრძელდება და სლოვაკეთის სარემონტო ცენტრი ასევე გააგრძელებს მუშაობას,“ - აღნიშნა კულებამ. ბლანარი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს ახალი მთავრობის მინისტრია, რომელმაც მუშაობა ოქტომბერში დაიწყო. დანიშვნის შემდეგ ფიცომ დაადასტურა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას მხარს არ დაუჭერს. ის ასევე ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს. ამასთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ არ დაბლოკავს უკრაინის ჰუმანიტარულ და გარკვეულ პირობებში ფინანსურ დახმარებას. რობერტ ფიცოს პარტიამ 30 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ფიცომ 6 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა სლოვაკური კომპანიებისგან იარაღის მიყიდვას ხელს არ შეუშლის. „თუ რომელიმე კომპანიას სურს იარაღის წარმოება და სადმე ექსპორტი, ამას არავინ შეუშლის ხელს, რა თქმა უნდა," - აღნიშნა ფიცომ. ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდაჭერას ნიდერლანდების არჩევნების შედეგები ახლო მომავალში გამოწვევას არ შეუქმნის  

სლოვაკეთის პრემიერი: უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად აბსოლუტურად არ არის მზად, მაგრამ სლოვაკეთი გადაწყვეტილებას არ დაბლოკავს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინა მოლაპარაკებების დასაწყებად აბსოლუტურად არ არის მზად, მაგრამ სლოვაკეთი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას არ დაბლოკავს. „ჩვენ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს არ შევუშლით. საუბარია პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც რეალობასთან არანაირი საერთო არ აქვს. უკრაინა მოლაპარაკებების დასაწყებად აბსოლუტურად არ არის მზად,“ - განაცხადა რობერტ ფიცომ. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა 13 დეკემბერს განაცხადა, რომ ბრატისლავა უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს დაუჭერს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის სამიტი მარტივი არ იქნება. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინამ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია შეასრულა. „ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების 99 პროცენტი სრულად უჭერს მხარს უკრაინას და ისინი მზად არიან, უკრაინის ევროკავშირის მომავალი წევრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყონ. ეს საკითხი არის ბლოკირებული უნგრეთის მიერ, ეს ფაქტია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვიყავით ძალიან კონსტრუქციულები, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ, შევასრულეთ ევროკომისიის, პარტნიორების ყველა რეკომენდაცია,“ – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინამ „უნგრეთისა და სლოვაკეთის დადებითი სიგნალები მიიღო“  

პუტინი უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებს აქებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები შეაქო და მათ "პროეროვნულები" უწოდა. პუტინმა 2023 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს ორი პოლიტიკოსი არა პრორუსები, არამედ, თავიანთი ქვეყნის ინტერესების დამცველები არიან. „ფიცო არჩევნების შემდეგ გამოჩნდა, ვიქტორ ორბანი უნგრეთში. მე უკვე ბევრჯერ მითქვამს, ისინი არ არიან პრორუსი პოლიტიკოსები, ისინი არიან პროეროვნულები, ისინი იცავენ თავიანთ ინტერესებს," - აღნიშნა პუტინმა. ორბანი უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების მთავარი მოწინააღმდეგეა. მას პოზიცია არც სამიტის წინ გამართული შეხვედრების შემდეგ შეუცვლია. ფიცო კი სლოვაკეთის ახალი პრემიერია, რომლის მთავრობის პირობებში უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერეს.  

სლოვაკეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე ვეტოს დადებით იმუქრება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელიც ცნობილია თავისი პრორუსული პოზიციით, განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. 19 დეკემბერს სლოვაკურ გამოცემა InfoVojna-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ გამოიყენებს თავის ვეტოს უკრაინის NATO-ში შესვლის დაბლოკვის მიზნით, ვიდრე  მას აქვს „სლოვაკეთის პოლიტიკურ სცენაზე გავლენის მოხდენის უნარი.“ „გასაკვირი არ არის, რომ პარტია, რომელიც სლოვაკეთის მთავრობაში უმრავლესობას ფლობს, არ ეთანხმება უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, რადგან ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი,” - განაცხადა ფიცომ. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წლები დასჭირდება, თუმცა ის პრინციპში არ არის უკრაინის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი - თუ ქვეყანა ყველა პირობას შეასრულებს. პირველ ოქტომბერს სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ Smer-SD გაიმარჯვა, რომელსაც ფიცო ხელმძღვანელობს. ის იყო უკრაინის მხარდაჭერისა და NATO-ში გაწევრიანების ძლიერი მოწინააღმდეგე. სლოვაკეთის ახალმა მთავრობამ უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა შეუჩერა.  

სლოვაკეთი უკრაინას სასწრაფო დახმარების 16 მანქანას გადასცემს

უკრაინა სლოვაკეთის რესპუბლიკიდან სასწრაფო დახმარების 16 მანქანას მიიღებს. შესაბამისი განცხადება სლოვაკეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა. სასწრაფო დახმარების მანქანები სრულად არის აღჭურვილი და მზად არიან ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის.  

სლოვაკეთის პრეზიდენტი: უკრაინა უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკუთარი თავის დასაცავად საჭირო საშუალებებით

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლო მასიური სარაკეტო თავდასხმის კომენტირებისას, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ ხაზი გაუსვა უკრაინის რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად საჭირო საშუალებების მიწოდების მნიშვნელობას. შესაბამისი განცხადება სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ სოციალურ პლატფორმა X-ზე გააკეთა, „კიდევ ერთი ახალი წელი, კიდევ ერთი სისასტიკე. რუსეთმა რეკორდული რაოდენობის რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები გაუშვა უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ და დაბებში მშვიდობიანი მშვიდობიანი მოსახლეობის დასატერორებლად. საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსკოვის აგრესია არ გაგრძელდეს კიდევ ერთი წლის განმავლობაში, არის უკრაინის უზრუნველყოფა საკუთარი თავის დასაცავად საჭირო საშუალებებით,“ - წერს ჩაპუტოვა. 2 იანვარს, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსებმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გაუშვეს. კიევზე 29 დეკემბრის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.  

სლოვაკეთი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის

სლოვაკეთმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა გადაწყვიტა. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დახმარების ჯამური ღირებულება 203 492 ევრო იქნება. ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც 21 ტონას იწონის, მოიცავს ელექტრო გენერატორებს, გამათბობლებს, ტანსაცმელს და პირველადი დახმარების კომპლექტებს.  დახმარების მიმღებები იქნებიან უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგიონული საწარმო Donetskteplokomunenergo და დონეცკის ოლქის პოკროვსკის საქალაქო საბჭო. სლოვაკეთის ყოფილი მთავრობა მტკიცედ უჭერდა მხარს უკრაინას და აწვდიდა სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის, საბრძოლო მანქანებს, ასევე, S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემებს და MiG-29 თვითმფრინავებს. 25 ოქტომბერს რობერტ ფიცო ოფიციალურად გახდა სლოვაკეთის ახალი პრემიერ-მინისტრი. მან განაცხადა, რომ ბრატისლავა უკრაინას სამხედრო დახმარებას აღარ გაუგზავნის. ფიცო მიიჩნევს, რომ ომი არის "გაყინული კონფლიქტი", რომელიც, სავარაუდოდ, ვერ გადაიჭრება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის გაგზავნით.  

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას ეწვევა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო 24 იანვარს უკრაინაში ჩავა. ინფორმაციას სლოვაკური გამოცემა Denník N ფიცოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სლოვაკეთისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა უკრაინის ქალაქ უჟგოროდში გაიმართება, რომელიც სლოვაკეთთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. ცნობისთვის, დეკემბრის დასაწყისში ფიცოსა და შმიგალს შორის უკვე გაიმართა სატელეფონო საუბარი. „ორშაბათს ნიტრაში ვარ, სამშაბათს გასვლითი შეხვედრა მაქვს მთავრობასთან, ოთხშაბათს უკრაინაში ვარ [უკრაინის პრემიერ-მინისტრ] შმიგალთან ერთად,” - განაცხადა ფიცომ მომავალი კვირის გეგმებზე საუბრისას. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინელ კოლეგასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ “გამორიცხავს იარაღის მიწოდებებს,” მაგრამ “მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას, ოღონდ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად”. ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი დაინტერესებულია “უკრაინისთვის ჰუმანიტარულ და სამოქალაქო სფეროში დახმარებაში.” შეგახსენებთ, ახალი მთავრობის პირობებში სლოვაკეთმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა.  

შმიგალი დარწმუნებულია, რომ ფიცოსთან შეხვედრა ახალ თავს გახსნის უკრაინა-სლოვაკეთის ურთიერთობებში

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინისა და სლოვაკეთის მთავრობებს „ახალი პრაგმატიზმის“ პოლიტიკის ჩამოყალიბება სურთ. ამის შესახებ შმიგალი X-ზე წერს. „მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ ვაპირებთ სლოვაკეთის მთავრობასთან „ახალი პრაგმატიზმის“ პოლიტიკის შემუშავებას, რაც სარგებელს მოუტანს ორივე სახელმწიფოს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფისოსთან, ახალ თავს გახსნის ჩვენს ურთიერთობებში,“ - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი. უკრაინის ქალაქ უჟგოროდში უკრაინისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა. როგორც უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელში წერდა, რობერტ ფიცოსთან შეხვედრაზე უკრაინისა და სლოვაკეთის ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე ევროპული ინიციატივების მხარდაჭერას განიხილავდნენ. „კონსტრუქციული და პრაქტიკული დიალოგის იმედი გვაქვს,“ – წერდა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ცხოვრება "აბსოლუტურად ნორმალურია" და იქ ომი არ არი. ეს განცხადება მან უკრაინის პრემიერთან მის პირველ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე და კიევზე რუსული სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ჟურნალისტის კითხვას, რატომ აპირებს დენის შმიგალთან შეხვედრას უჟგოროდში და არა კიევში, რადგან ომის შედეგების დანახვას ის კიევში უკეთ შეძლებდა, ფიცომ უპასუხა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს. კიევზე სარაკეტო შეტევის დღეს, სლოვაკეთის პრემიერი ამტკიცებს, რომ უკრაინის დედაქალაქში ომი არ არის - Reuters  

კიევზე სარაკეტო შეტევის დღეს, სლოვაკეთის პრემიერი ამტკიცებს, რომ უკრაინის დედაქალაქში ომი არ არის - Reuters

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ცხოვრება "აბსოლუტურად ნორმალურია" და იქ ომი არ არი. ეს განცხადება მან უკრაინის პრემიერთან მის პირველ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე და კიევზე რუსული სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. რობერტ ფიცო ხვალ უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს უჟგოროდში შეხვდება. ჟურნალისტის კითხას, რატომ აპირებს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან შეხვედრას უჟგოროდში და არა კიევში, რადგან ომის შედეგების დანახვას ის კიევში უკეთ შეძლებდა, ფიცომ უპასუხა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს. „არსებობს კონფლიქტი, რომელიც ლოკალიზებულია. სერიოზულად ფიქრობთ, რომ კიევში ომია? თქვენ ალბათ ხუმრობთ, იმედია, არასერიოზულად ამბობთ. წადით იქ და გაიგებთ, რომ ქალაქში ნორმალური ცხოვრებაა, აბსოლუტურად ნორმალური ცხოვრება. რატომ უნდა წავიდე კიევში, როცა შემიძლია, პრემიერ-მინისტრს უჟგოროდში შევხვდე? მე ვერ ვხედავ განსხვავებას,“ – აღნიშნა ფიცომ, რომლის მთვრობამაც უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა. ის პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა. ზელენსკი რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე: ეს არის მიზანმიმართული ტერორი პუტინი უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებს აქებს  

შმიგალი პრორუსული განცხადებით გამორჩეულ სლოვაკ პრემიერთან მიღწეულ შეთანხმებებზე საუბრობს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა. მან 4 მიღწევა გამოყო. უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიღწეულია შემდეგი შეთანხმებები: სლოვაკეთის მთავრობა არ დაბლოკავს უკრაინის შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენას სლოვაკური ბიზნესისგან. თანამშრომლობა სლოვაკური კომპანიისგან ტექნიკის მიწოდებაზე, თავდაცვითი ხაზების მშენებლობისთვის. სლოვაკეთი მხარს დაუჭერს უკრაინის მექანიზმის პროგრამას, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. პრემიერ-მინისტრმა ფიცომ კიევი უკრაინის ევროინტეგრაციის მისწრაფებების სრულ მხარდაჭერაში დაარწმუნა. „უკრაინა და სლოვაკეთი გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ მადლობელნი ვართ სლოვაკი ხალხის, რომელიც ეხმარება უკრაინას და უკრაინელებს ამ რთულ დროს," - განაცხადა დენის შმიგალმა. შმიგალი დარწმუნებულია, რომ ფიცოსთან შეხვედრა ახალ თავს გახსნის უკრაინა-სლოვაკეთის ურთიერთობებში ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ცხოვრება "აბსოლუტურად ნორმალურია" და იქ ომი არ არი. ეს განცხადება მან უკრაინის პრემიერთან მის პირველ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე და კიევზე რუსული სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ჟურნალისტის კითხვას, რატომ აპირებს დენის შმიგალთან შეხვედრას უჟგოროდში და არა კიევში, რადგან ომის შედეგების დანახვას ის კიევში უკეთ შეძლებდა, ფიცომ უპასუხა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს. შეგახსენებთ, რომ ახალი მთავრობის პირობებში სლოვაკეთმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა. კიევზე სარაკეტო შეტევის დღეს, სლოვაკეთის პრემიერი ამტკიცებს, რომ უკრაინის დედაქალაქში ომი არ არის - Reuters

უკრაინა და სლოვაკეთი ინტერკონექტორის რეკონსტრუქციას დააჩქარებენ

უკრაინა და სლოვაკეთი ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობას აძლიერებენ. კერძოდ, დააჩქარებენ მუკაჩევო-ველკე კაპუზანის დამაკავშირებელი ხაზის რეკონსტრუქციას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა უჟგოროდში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამ გათბობის სეზონზე იყო დღეები, როდესაც სლოვაკეთმა გადაუდებელი დახმარება გაუწია უკრაინის ენერგოსისტემას. ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა. შევთანხმდით, დავაჩქაროთ მუკაჩევო-ველკე კაპუზანის ინტერკონექტორის რეკონსტრუქცია. ეს ჩვენს ენერგოსისტემას უფრო მდგრადს გახდის," აღნიშნა შმიგალმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა და სლოვაკეთი პრაგმატიზმზე დაფუძნებულ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს დაამყარებენ. კერძოდ, ენერგეტიკის სექტორში ამის უნიკალური პოტენციალი არსებობს. ცნობისთვის, უკრაინისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა “ნდობისა და პატივისცემის” შესახებ განცხადებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. ერთობლივ განცხადებას შმიგალისა და მისი სლოვაკი კოლეგის რობერტ ფიცოს შეხვედრის შემდეგ მოეწერა ხელი. განცხადება ადასტურებს შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნას, რომელიც უკრაინის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას ისახავს მიზნად. განცხადების თანახმად, სლოვაკეთის რესპუბლიკამ უკრაინის ევროპული ინტეგრაციისადმი თავისი მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერა აღნიშნა. ასევე, აღინიშნა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულისადმი“ მხარდაჭერა. პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადება ასევე ხაზს უსვამს უკრაინის აღდგენასა და ჰუმანიტარულ განაღმვაში სლოვაკეთის მონაწილეობის მნიშვნელობას. ამის გარდა, აღნიშნულია ერთობლივი ძალისხმევების მნიშვნელობა საკვების გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტისთვის სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად. ასევე ხაზგასმულია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კომერციულ საფუძველზე განვითარების მნიშვნელობა. შმიგალი პრორუსული განცხადებით გამორჩეულ სლოვაკ პრემიერთან მიღწეულ შეთანხმებებზე საუბრობს  

ფიცო გერმანიაში: ჩვენ არ გვჯერა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება, სამხედრო გზით გადაწყდეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას მხარდაჭერას ჰპირდება, მაგრამ აგრძელებს მტკიცებს, რომ „კონფლიქტის“ სამხედრო გადაწყვეტის გზას ვერ ხედავს - ის მოუწოდებს სხვა მხარეებს, პატივი სცენ მის პოზიციას. რობერტ ფიცომ, რომელიც 24 იანვარს მოლაპარაკებებს აწარმოებდა თავის უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან, აღიარა ის ფაქტი, რომ ზოგიერთ საკითხზე ბრატისლავასა და კიევს საკმაოდ განსხვავებული პოზიციები აქვთ, რაც მისი მოლაპარაკებების დროს, უჟგოროდშიც დადასტურდა, მაგრამ „ბევრ საკითხზე მხარეებს შორის სრული ურთიერთგაგებაა.“ ამის შესახებ მან ოთხშაბათს, 24 იანვარს, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს კონფლიქტი შეიძლება, გადაწყდეს სამხედრო გზით,“ - განაცხადა რობერტ ფიცომ და აღნიშნა, რომ უკრაინელი კოლეგასგან მხოლოდ ომის გაგრძელების გეგმები მოისმინა, თავად კი, მშვიდობიანი ინიციატივების დიდი მხარდამჭერია. მანვე დასძინა, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმას, თუმცა მას ეს არარეალურად მიაჩნია. მაგრამ ყველა საკითხის მიუხედავად, ფიცომ დაარწმუნა კიევი, რომ სლოვაკეთი ცდილობს, დაეხმაროს უკრაინას, რომ ეს ქვეყანა გახდეს დემოკრატიული და წარმატებული. ის ამბობს, რომ ხელს არ შეუშლის ევროკავშირის ფინანსური დახმარების პაკეტის დამტკიცებას და ასევე სურს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს. სლვაკეთის პრემიერ-მინისტრი კატეგორიულად არ დაეთანხმა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას (გერმანელი ჟურნალისტების მიერ გაჟღერებულს, რედ.), რომ ის თითქოს "პუტინის მეხუთე კოლონას" წარმოადგენს.ფიცო ამტკიცებს, რომ მისი, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსის ინტერესის ფოკუსი არ არის რუსეთი და რომ მისი პოზიცია არა პრო-უკრაინული და პროამერიკული, არამედ, პროსლოვაკურია. ამასთან, სლოვაკეთის პრემიერმა აღიარა, რომ ზოგიერთი მის განცხადებებს „საკამათოდ“ აღიქვამს, ამიტომ, ითხოვა, რომ სხვის მოსაზრებებს პატივი სცენ. შეგახსენებთ, 24 იანვარს დილით უჟგოროდში უკრაინისა და სლოვაკეთის მთავრობების ხელმძღვანელებმა მოლაპარაკებები გამართეს. შმიგალი პრორუსული განცხადებით გამორჩეულ სლოვაკ პრემიერთან მიღწეულ შეთანხმებებზე საუბრობს  

სლოვაკეთი უკრაინას თავდაცვის ხაზის მშენებლობისთვის საინჟინრო აღჭურვილობას გაუგზავნის

სლოვაკები უკრაინას სამსაფეხურიანი თავდაცვის ხაზის მშენებლობისთვის საინჟინრო აღჭურვილობას მიაწვდიან. კერძოდ, საუბარია ჯავშან ექსკავატორებსა და განაღმვის მანქანებზე. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა უჟგოროდში, 24 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც სლოვაკეთის პრემიერს უმასპინძლა. „დღეს უკრაინა აშენებს ფართომასშტაბიან სამდონიან თავდაცვის ხაზს, რაც გულისხმობს დაცვას ყველა მიმართულებით. მთავრობამ ამისთვის გამოყო ათობით მილიარდი UAH. ეს თავდაცვა საშუალებას მოგვცემს, შევაკავოთ მტერიც და წინ წავიწიოთ. ჩვენ გვჭირდება საინჟინრო აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დამატებითი რაოდენობა, ჩვენ შევთანხმდით პრემიერ-მინისტრ ფიცოსთან, რომ ვითანამშრომლებთ სლოვაკეთის რესპუბლიკიდან ასეთი აღჭურვილობის მიწოდების მიმართულებით,“ - განაცხადა შმიჰალმა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სლოვაკური კერძო კომპანიები კიევს ექსკავატორებს და განაღმვის მანქანებს მიაწვდიან. „დღეს შემიძლია, ვთქვა, რომ სლოვაკეთმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, მიაწოდოს უკრაინას Bozhena-4-ის ტიპის ორი განაღმვის მანქანა, რათა ჩვენმა სპეციალისტებმა შეასრულონ შესაბამისი სამუშაო ხერსონის რეგიონის დეოკუპირებულ ნაწილში. ჩვენ ძალიან მადლობელნი ვართ ამისთვის,“ - განაცხადა შმიგალმა. დენის შმიგალი და რობერტ ფიცო შეთანხმდნენ, რომ სლოვაკეთის მთავრობა არ დაბლოკავს უკრაინის შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენას სლოვაკეთის ბიზნესისგან. ფიცო გერმანიაში: ჩვენ არ გვჯერა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება, სამხედრო გზით გადაწყდეს  

სლოვაკეთს აშშ-სგან Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემების შესყიდვა სურს

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა განაცხადა, რომ სლოვაკეთი აშშ-სგან Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემების შესყიდვით არის დაინტერესებული. როგორც სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა განმარტა, ბრატისლავას, რომელიც ამ სისტემების შესყიდვას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს, სურს, ფასდაკლებით ისარგებლოს. აშშ-ის წინადადება 12 ახალი ვერტმფრენის შეძენისას 66%-იანი ფასდაკლებას გულისხმობდა, იმის გათვალისწინებით, რომ სლოვაკეთმა უკრაინაში თავისი ძველი MiG-29-ის ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა. „ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა, შეიძლებოდა თუ არა ამ ფასდაკლების გამოყენება Patriot-ისთის,“ - განაცხადა კალინიაკმა. მან ასევე გაიხსენა, რომ სლოვაკეთი პოლონეთთან და ისრაელთან მოკლე და საშუალო მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. იტალიური Patriot სისტემა ამჟამად სლოვაკეთშია განლაგებული და იქ აპრილამდე დარჩება.  

სლოვაკეთის პრემიერის მტკიცებით, NATO-ს ზოგიერთ წევრს უკრაინაში ჯარების გაგზავნა სურს

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელმაც 26 თებერვალს პარიზში დასავლეთის სახელმწიფოების წარმომადგენლების შეხვედრის ფონზე გამართა უშიშროების საბჭოს სხდომა, განაცხადა, რომ NATO-ს და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობას. მისი ვარაუდების წყაროების დასახელების გარეშე, ფიცომ სლოვაკეთის უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „NATO-ს და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას, ორმხრივ საფუძველზე.“ ფიცომ, რომელიც დიდი ხანია ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო დახმარებას და კრიტიკოსების მიერ პრორუსულად მიჩნეული პოზიცია დაიკავა, დეტალები არ უთქვამს და მის კომენტარებზე სხვა ევროპელი ლიდერების გამოხმაურებაც არ გასაჯაროებულა. „მე ვერ გეტყვით, რა მიზნით და რა უნდა გააკეთონ იქ“, - განაცხადა ფიცომ და დასძინა, რომ სლოვაკეთი, ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყანა არ გაგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში. NATO-ს ფიცოს განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამის კითხვას კი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „ჩეხეთი, რა თქმა უნდა, არ ემზადება ჯარისკაცების გაგზავნისთვის უკრაინაში, ამაზე არავის უნდა ინერვიულოს.“ ფიცომ განმარტა, რომ ხედავს უკრაინაში კონფლიქტის დიდი ესკალაციის რისკს და რომ მეტი ინფორმაციის გამჟღავნება საზოგადოებისთვის შეუძლებელია. დაახლოებით 20 ევროპელი ლიდერი, მათ შორის სლოვაკეთის პრემიერი ორშაბათს პარიზშ იკრიბება, რათა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გაუგზავნოს მესიჯი ევროპული გადაწყვეტილების შესახებ უკრაინასთან დაკავშირებით და დაუპირისპირდეს კრემლის ნარატივს, რომ „რუსეთი აუცილებლად მოიგებს ომს,“ რომელიც უკვე მესამე წელს ითვლის.  

უკრაინის საკითხზე ბრატისლავის პოზიციის გამო, ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის დაპირისპირება მწვავდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ჩეხეთი სლოვაკეთთან ურთიერთობის „საფრთხის ქვეშ“ დაყენაბაში დაადანაშაულა. მან ეს განცხადება გააკეთა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პეტრ ფიალას გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელმაც გადადო ორ ქვეყანას შორის აპრილში დაგეგმილი კონსულტაციები. ფიალა ამ ნაბიჯს საგარეო პოლიტიკის ძირითად საკითხებზე ორ ქვეყანას შორის განსხვავებული მოსაზრებების არსებობით ამართლებდა. „ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ჩეხეთის მთავრობამ მათი რისკის ქვეშ დაყენება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ის უკრაინაში ომის მხარდაჭერით არის დაინტერესებული, ხოლო სლოვაკეთის მთავრობა მშვიდობის შესახებ ღიად საუბრობს. თქვენი გადაწყვეტილება სუვერენული სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენს,“ - განაცხადა რობერტ ფიცომ, რომელიც პრორუსული პოზიციებით გამოირჩევა. „ჩვენ პოლიტიკურ ურთიერთობებს ისეთი მსოფლმხედველობით არ დავამძიმებთ, რომელსაც სლოვაკურ-ჩეხურ თანაარსებობასთან საერთო არაფერი აქვს,“ - აღნიშნა ფიცომ. 6 მარტს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებული შეხედულებების გამო, უახლოეს მომავალში ჩეხეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს შორის კონსულტაციები არ გაიმართება. პრაღამ გააკრიტიკა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იურაი ბლანარის შეხვედრა მის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, რომელიც ანტალიაში, თურქეთში, მარტის დასაწყისში შედგა. „ჩვენს პარტნიორებს მსოფლიოს მეორე მხარეს ესმით, რომ ევროპის უსაფრთხოება გავლენას ახდენს მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებაზე, ამიტომ ვწუხვარ, რომ ჩვენი სლოვაკი კოლეგები არ იზიარებენ ამ პერსპექტივას,“ - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ. ფიცო გერმანიაში: ჩვენ არ გვჯერა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება, სამხედრო გზით გადაწყდეს  

სლოვაკეთის პრეზიდენტი პრორუსი პრემიერის მოკავშირე გახდა

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი კოალიციის წევრმა და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ, პოპულისტმა პეტერ პელეგრინმა გაიმარჯვა. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 48 წლის პელეგრინიმ ხმების 53%-ით დაამარცხა კონკურენტი, ოპოზიციის კანდიდატი პროდასავლელი ივან კორჩოკი, რომელიც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. პელეგრინი პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოკავშირეა და იზიარებს მის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. სლოვაკეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე იყო ვიდრე ფიცო ხელისუფლებაში მოვიდოდა იმ დაპირებით, რომ სლოვაკეთის არმია უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას შეაჩერებდა. BBC წერს, რომ პელეგრინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, უკრაინამ საბოლოოდ დაკარგა მხარდაჭერის ერთი ხმა ბრიუსელში. შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სლოვაკეთში გუშინ ჩატარდა. 23 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ივან კორჩოკმა გაიმარჯვა. წინა პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის მეზობელი უკრაინის ურყევი მხარდამჭერი იყო. ჩაპუტოვამ მეორე ვადით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ფიცო გერმანიაში: ჩვენ არ გვჯერა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება, სამხედრო გზით გადაწყდეს  

შმიგალმა სლოვაკეთში გამართულ შეხვედრას ისტორიული უწოდა

უკრაინამ და სლოვაკეთმა უკრაინის "მშვიდობის ფორმულის" განხორციელებაში ბრატისლავას მიერთების საკითხი განიხილეს. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა დასკვნით პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს სლოვაკეთის მონაწილეობა პრეზიდენტ ზელენსკის "მშვიდობის ფორმულის" განხორციელებაში. გეგმის მიხედვით, სამშვიდობო სამიტში მონაწილე ქვეყნებს შეეძლებათ, შეუერთდნენ „მშვიდობის გეგმის“ ცალკეული პუნქტების განხორციელებას. სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი მიიღებს მონაწილეობას შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტში. შმიგალმა განმარტა, რომ კონსულტაციების დროს მან მოიწვია სლოვაკეთი სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის მისაღებად. შმიგალმა ცალკე განაცხადა, რომ სლოვაკეთი დაეხმარება უკრაინას განაღმვის სამუშაოში. შმიგალმა სლოვაკეთის მიხალოვცეში გამართულ შეხვედრას, სადაც ხუთშაბათს უკრაინასა და სლოვაკეთს შორის სამთავრობო კონსულტაციები მიმდინარეობს, "ისტორიული" უწოდა. შმიგალმა და ფიცომ ხელი მოაწერეს უკრაინასა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობის საგზაო რუკას. Ukrinform-ის ცნობით, ხელმოწერის ცერემონია კონსულტაციების შემდეგ შედგა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თანდასწრებით, უკრაინის და სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს სლოვაკეთის რესპუბლიკის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და საკადასტრო ორგანოსა და უკრაინის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სახელმწიფო სამსახურს შორის და შეთანხმებას სლოვაკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების შესახებ. ასევე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროსა და უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს შორის ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ცნობისთვის, სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი კოალიციის წევრმა და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ, პოპულისტმა პეტერ პელეგრინმა გაიმარჯვა. 48 წლის პელეგრინიმ ხმების 53%-ით დაამარცხა კონკურენტი, ოპოზიციის კანდიდატი პროდასავლელი ივან კორჩოკი, რომელიც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. პელეგრინი პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოკავშირეა და იზიარებს მის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. სლოვაკეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე იყო ვიდრე ფიცო ხელისუფლებაში მოვიდოდა იმ დაპირებით, რომ სლოვაკეთის არმია უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას შეაჩერებდა. BBC წერს, რომ პელეგრინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, უკრაინამ საბოლოოდ დაკარგა მხარდაჭერის ერთი ხმა ბრიუსელში. შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სლოვაკეთში გუშინ ჩატარდა. 23 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ივან კორჩოკმა გაიმარჯვა. წინა პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის მეზობელი უკრაინის ურყევი მხარდამჭერი იყო. ჩაპუტოვამ მეორე ვადით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ფიცო გერმანიაში: ჩვენ არ გვჯერა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება, სამხედრო გზით გადაწყდეს  

სლოვაკეთის მოქალაქეებმა უკრაინისთვის 3 მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს

სლოვაკეთის მოქალაქეებმა უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად, 3 მილიონ ევროზე მეტი უკვე შეაგროვეს.  შვიდ დღეში 3 071 405 ევრო შეგროვდა, შემოწირულობა თითქმის 50 ათასმა ადამიანმა გაიღო. როგორც ცნობილია, ჩეხეთის მთავრობამ ახლახან წამოიწყო გლობალური ინიციატივა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად.  სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ფიცომ, რომელიც პრორუსული პოზიციით გამოირჩევა, უარი თქვა ამ ინიციატივაში ჩართვაზე.   

სლოვაკეთის მთავრობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩანაცვლება გადაწყვიტა, რასაც პროტესტი მოჰყვა

სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა წინადადება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებასა და მისი ახალი სტრუქტურით ჩანაცვლებას გულისხმობს. მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა კულტურის სამინისტროს წინადადება არსებული რადიოსა და ტელევიზიის (RTVS) გაუქმების შესახებ. მას ახალი სტრუქტურა - სლოვაკეთის ტელევიზია და რადიო (STVR) ჩაანაცვლებს. საბჭო წევრებს მინისტრები და პრემიერ რობერტ ფიცოს მიერ კონტროლირებადი პარლამენტი დანიშნავენ. „ჩვენ ვაბრუნებთ სახელს - „Slovak“ ("სლოვაკების" და არა "სლოვაკეთის" საზოგადოებრივი მაუწყებელი, რედ.), რაც ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცალსახად ეროვნული და სახელმწიფოს მაფორმირებელი ბუნების გამოხატულებაა,“ - განაცხადა კულტურის მინისტრმა მარტინა სმიკოვცოვამ. თავად ყოფილმა ტელეჟურნალისტმა განმარტა, რომ RTVS-ს ბრალი ედებოდა  „პოლიტიკურ აქტივიზმში“ და რომ ცვლილებები ხორციელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების გაშუქების ობიექტურობიდან გამომდინარე. როგორც BBC წერს, მთავრობის გეგმებმა ათასობით სლოვაკის, ასევე, ჟურნალისტების, ოპოზიციური პარტიებისა და ევროკავშირის მხრიდან პროტესტი გამოიწვია. პროტესტის ნიშნად, ჟურნალისტები შავებში გამოეწყვნენ. გასულ თვეში ევროპის მაუწყებელთა კავშირმა წინადადების ავტორები, სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის „სახელმწიფო კონტროლირებად მედიად“ გადაქცევის საფრთხის შესახებ გააფრთხილა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ევროკავშირის განყოფილების ხელმძღვანელმა პავოლ სალაიმ განაცხადა, რომ ფიცომ გადაწყვიტა, ომი გამოუცხადოს დამოუკიდებელ მედიას. როგორც მისი მისაბაძი მაგალითი, უნგრელი ვიქტორ ორბანი, რობერტ ფიცო კრიტიკულ კერძო მედიას, მტრულად განწყობილს უწოდებს. „ასე რომ მას აქვს დამატებითი საბაბი მედიის პოლიტიკური კონტროლისთვის,“ ციტირებს Guardian-ი მის სიტყვებს. ცვლილებები პარლამენტს წარედგინება, სადაც რობერტ ფიცოს მთავრობას უმრავლესობა აქვს. ცვლილებები სავარაუდოდ, ივნისში შევა ძალაში. სლოვაკეთის პრემიერი პრორუსული პოზიციებით გამოირჩევა. მისმა მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა. სლოვაკეთის პრეზიდენტი პრორუსი პრემიერის მოკავშირე გახდა

მთავრობის უარის ფონზე, სლოვაკეთის მოქალაქეებმა უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად, $4 მილიონი შეაგროვეს

სლოვაკეთის მოქალაქეებმა უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად, 12 დღეში 3,9 მილიონი ევრო (4 მილიონი აშშ დოლარი) შეაგროვეს მას შემდეგ, რაც სლოვაკეთის მთავრობამ ჩეხეთის ინიციატივაში ჩართვაზე უარი განაცხადა. „სლოვაკეთში ბევრს რცხვენია ხელისუფლების რუსული ორიენტაციის და ეს არის მიზეზი, რის გამოც ხალხს შეაქვს წვლილი,“ (უკრაინის დახმარებაში, რედ) - განაცხადა ზუზანა იზსაკოვამ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. ორგანიზატორების თქმით, ინიციატივაში წვლილი 60 000-ზე მეტმა სლოვაკმა შეიტანა. როგორც ცნობილია, ჩეხეთის მთავრობამ ახლახან წამოიწყო გლობალური ინიციატივა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად.  სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ფიცომ, რომელიც პრორუსული პოზიციით გამოირჩევა, უარი თქვა ამ ინიციატივაში ჩართვაზე.