პაკისტანი თურქეთისგან KAAN-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს შეისყიდის.
ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯელალი სამი ტუფექჩიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამ კუთხით პაკისტანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ აგვისტოში ამ საკითხზე პაკისტანელ კოლეგებს შეხვდებიან.