1-ელი აგვისტოდან, საქართველოს ტერიტორიიდან იკრძალება აშშ-დან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი რუსეთსა და ბელორუსში

აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიიდან იკრძალება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი რუსეთსა და ბელორუსში.

შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, რომ აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, პირველი აგვისტოდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსში.

ამასთან, 26 სექტემბრიდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან, მხოლოდ ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსში, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი.


2023 წლის 23 ივნისს მიღებულ სანქციების ახალ მე-11 პაკეტში ასახული აკრძალვა ვრცელდება:

  • ყველა ახალ და მეორად ავტომობილზე, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 1900 კუბურ სანტიმეტრს [ანუ 1,9-ზე მაღალი ძრავის მქონე ავტომობილებზე - როცა ყველაზე პოპულარული 2,0 ძრავაა]; ყველა ელექტრონულ და ჰიბრიდულ ავტომობილზე.