უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ 2 აგვისტოს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უკრაინული წარმოების განაღმვის მანქანის სერტიფიცირების პროცესი დაასრულა. სამინისტრომ განმარტა, რომ მანქანას ხარკოვში დაფუძნებული მწარმოებლები აწარმოებენ და მას ქვეითსაწინააღმდეგო, ასევე, ტანკსაწინააღმდეგო სახმელეთო ნაღმების მართვა შეუძლია.
სამინისტროს ცნობით, ამჟამად უკრაინა ამუშავებს 20 ასეთ მანქანას, რომელთაგან სამი, ხარკოვის ოლქში განათავსა.
თუმცა როგორც სამინისტროში განმარტავენ, ეს შესაძლებლობები საკმარისი არ არის ქვეყნის ტერიტორიის ნაღმებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან გაწმენდის დასაჩქარებლად. შესაბამისად, უკრაინის მთავრობა ქვეყნის ტერიტორიაზე საჭირო განაღმვის აღჭურვილობის წარმოებაზე აქტიურად მუშაობს. სამინისტროს თანახმად, ხორვატიული მწარმოებელი DOK-ING-ი და დანიური კომპანია HYDREMA, სავარაუდოდ, უკრაინაში განაღმვის აღჭურვილობის წარმოებას დაიწყებენ.