საქართველოს, რუმინეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა „განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის კურსი“ გაიარეს

სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა საქართველოდან, რუმინეთიდან და აზერბაიჯანიდან „განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის (EEZ) დაცვის კურსი“ დაასრულეს. ერთკვირიანი სწავლება ბათუმში გაიმართა.


დიდი ბრიტანეთის საელჩოს ცნობით, სწავლებას დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის სკოლის ექსპერტები და ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.

კურსი მოიცავდა განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის, საერთაშორისო საზღვაო სამართლის, საზღვაო საფრთხეებზე რეაგირების, თევზჭერის, გარემოს დაცვის, ძებნა-გადარჩენის საკითხებს, ასევე, საზღვაო მეთვალყურეობის წარმოების ძირითად პრინციპებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს.

„ასევე, დიდი შედეგის მომტანი იყო სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება,“ - აცხადებენ დიდი ბრიტანეთის საელჩოში.