უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს.

არჩილ დევრისაშვილს პარასკევს ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. შაბათს კი, კოჯრის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.


არჩილ დევრისაშვილი 27 ივლისს, ბახმუტთან ბრძოლაში დაიღუპა. 

გამოცდილი სამხედრო და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, უკრაინაში ბოლოს დანაყოფ „შავი არწივის” ერთ-ერთ ჯგუფს მეთაურობდა.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 48 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.