უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
უკრაინის საელჩო წერს, რომ ქართველი მებრძოლი ბახმუტთან ბრძოლაში დაიღუპა.
აჩიკო დევრისაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეცაა და ის მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის რიგებში იბრძოლდა.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 45-ზე მეტი ქართველი სამხედრო დაიღუპა.