აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს შოვის სტიქიისას ადამიანების დაღუპვის გამო, სამძიმარი წერილი გაუგზავნა. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„შოვის საკურორტო ზონაში ძლიერი მეწყერისას გამოწვეული ფართომასშტაბიანი ნგრევისა და მსხვერპლის გამო, ღრმად დამწუხრებული ვართ. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ამ ტრაგედიის გამო და ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თქვენი, დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ. მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვებთ დაშავებულების გამოჯანმრთელებასა და სტიქიის შედეგების უსწრაფეს აღმოფხვრას“, - ნათქვამია ილჰამ ალიევის წერილში.
მეწყერი შოვში სამ აგვისტოს ჩამოწვა.