უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, სამხრეთ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები განიხილეს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა უკრაინის თავდაცვის პრიორიტეტულ საჭიროებებზე, კერძოდ, სამხრეთში პორტის ინფრასტრუქტურის დასაცავად, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
ასევე, უკრაინის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ შესრულების მიმართულებით, ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმდნენ.
განიხილეს ვილნიუსის NATO-ს სამიტის შედეგები და უკრაინის ალიანსში ინტეგრაციისკენ მიმართული შემდგომი ნაბიჯები.
რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა, რის შემდეგაც უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე შეტევები გააძლიერა.