შარლ მიშელი: ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომელმაც ევროკავშირისა და NATO-ს გზა აირჩია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო ინტერვენციის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება.

„რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომელმაც ევროკავშირისა და NATO-ს გზა აირჩია," - აღნიშნავს შარლ მიშელი.