2008 აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებული განცხადების თანახმად, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ელჩ პეტერ ფიშერის განცხადებით, გერმანია მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს სამართლებრივი ვალდებულებები.
„რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე ჩვენ პატივს მივაგებთ მსხვერპლს. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ცალმხრივი აღიარება მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი სამართლებრივი ვალდებულებები,“ – წერს პეტერ ფიშერი.