ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფინეთი ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას.
„რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 15 წლისთავზე, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – ნათქვამია განცხადებაში.