მოლდოვის საგარეო უწყება: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

„მოლდოვა კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.