უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა და მათ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოუტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპასა და მსოფლიოს.“
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მე-15 წლისთავზე გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას ქართველი ხალხისადმი და ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა და მათ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოუტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპასა და მსოფლიოს,“ წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.