სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან.
„15 წელია, რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%, რამაც ათასობით ქართველი დევნილად აქცია. NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან,“ - წერს კოლომინა Twitter-ზე.