უკრაინის რადას სპიკერი აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ 15 წლის წინ, მსოფლიოს უფრო გადაჭრით და მკაცრად რომ ემოქმედა, რუსეთი ძნელად თუ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას.
რუსლან სტეფანჩუკის თქმით, რუსეთის დამარცხება და ევროპაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ მტკიცე და კოორდინირებული მოქმედებით არის შესაძლებელი.
„15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო შეიარაღებული აგრესია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 15 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ აჩვენა თავისი აგრესიული იმპერიული ამბიციები. 15 წლის წინ მსოფლიოს უფრო გადაჭრით და მკაცრად რომ ემოქმედა, რუსეთი ძნელად თუ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას, რომელიც მას არ ეკუთვნის.
დღეს უკრაინა თავისი მომავლისთვის იბრძვის იმის წინააღმდეგ, ვინც მის განადგურებას ყოველთვის ცდილობდა. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით - მტკიცე და კოორდინირებული ქმედებებით - შეგვიძლია, დავამარცხოთ აგრესორი და დავამყაროთ მშვიდობა ევროპაში", - დაწერა რუსლან სტეფანჩუკმა TWitter-ზე.