ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენცია იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის.
„15 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის 2008 წლის ინტერვენციის შემდეგ – ეს იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. დღემდე ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას უკრაინასა და საქართველოში. ნორვეგია გმობს რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დარღვევებს,“ – ნათქვამია განცხადებაში.