პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი გამოავლინა. ის ბელარისის მოქალაქეა.უკანასკნელ პერიოდში, ჯამში პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 16 ადამიანი დააკავეს.

დაზვერვის სამსახურის კოორდინატორი, სტანისლავ ჟარინი აცხადებს, რომ რუსები კვლავ ეძებენ გზებს პოლონეთის დესტაბილიზაციისა და ქვეყნის დასუსტებისთვის, თუმცა პოლონეთის დაზვერვის სამსახური ძალიან ეფექტიანად მუშაობს.


პოლონეთმა ივლისშიც დააკავა რუსული ჯაშუშური ქსელის კიდევ ერთი წევრი, რითაც გამოძიების შედეგად დაკავებულთა საერთო რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ჯაშუჯობაში ბრალდებულები პოლონეთში მარტსა და ივნისშიც დააკავეს.

ცნობისთვის, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 აგვისტოს განაცხადა, რომ უსაფრთხოების გასაძლიერებლად პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე დამატებითი სამხედრო ნაწილების გაგზავნა.