ენტონი ბლინკენი: ჩვენ ვდგავართ მეგობარი საქართველოს გვერდით

ამერიკის შეერთებული შტატები სამძიმარს უცხადებს საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულებს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო მდივნის Twitter-ზე გავრცელდა.

„შეერთებული შტატები სამძიმარს უცხადებს საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენ ვდგავართ ჩვენს მეგობარ საქართველოს გვერდით და ვაფასებთ მაშველების წარმოუდგენელ თავდადებას, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ ადამიანების გადასარჩენად და დაშავებულთა დასახმარებლად,” - წერს ენტონი ბლინკენი Twitter-ზე.


შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი 8 აგვისტოს იპოვეს.

სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაკარგულთა ძებნა გრძელდება.