ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი მადლობელი უნდა იყოს, თუ უკრაინა NATO-ში იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი მადლობელი უნდა იყოს თუ უკრაინა NATO-ში იქნება, ვინაიდან, ეს უსაფრთხოებაა რუსეთისთვის, რომ უკრაინა მომავალში არასდროს მივა მათ ტერიტორიაზე.

„სადაც არის NATO, იქ ომი არ არის. და ყველა ქვეყანა შედიოდა NATO-ში  იმიტომ, რომ ეშინოდათ, საბჭოთა კავშირი ფეხებით, ხელებით და პუტინის ცდუნებით უკან დაბრუნდებოდა. NATO უკრაინისთვის არ არის შეტევითი მისია. უკრაინა იბრძვის უკრაინის ტერიტორიაზე და ჩვენ მას აღვადგენთ. რუსეთის ფედერაცია მადლობელი უნდა იყოს, თუ უკრაინა NATO-ში იქნება, რადგან ეს რუსეთისთვის უსაფრთხოებაა , რომ მომავალში უკრაინა მათ ტერიტორიაზე არასდროს მივა,” - განაცხადა ვოლოდიმიერ ზელენსკიმ.


2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა, რომლის დროსაც გახდა ცნობილია, რომ უკრიანა გაწევრიანების გზას წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე გაივლის.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. მავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.