უკრაინა პარტნიორებისგან 1,5 მილიარდ ევროზე მეტის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს - რეზნიკოვი

უკრაინა თავისი საერთაშორისო პარტნიორებისგან 1,5 მილიარდ ევროზე მეტის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა NATO-ს სამიტის შედეგების შეჯამებისას გააკეთა.

„SCALP-ის ტიპის შორი დისტანციის რაკეტები, Leopard-ის ტიპის ტანკები, დამატებითი Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემები, ასევე, F-16-ებზე პილოტების წვრთნა არის მხოლოდ რამდენიმე რამ, რაც შეიძლება საჯაროდ გამოცხადდეს,“ - აღნიშნა რეზნიკოვმა. 

მინისტრმა ასევე დაასახელა სამხედრო დახმარების შვიდი პაკეტი, რომელთაგან ყველაზე დიდ დახმარებას გერმანია უზრუნველყოფს.

გერმანია: 700 მილიონი ევროს ახალი დახმარების პაკეტი მოიცავს 25 Leopard 1A5-ის ტიპის ტანკს, 40 Marder 1A3 IFV-ს, 2 Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, 5 Bergepanzer 2 SAM-ს; 20,000 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვს, 5,000 კვამლის ჭურვი.

ავსტრალია უზრუნველყოფს 30 Bushmaster APC-ის ტიპის ჯავშანმანქანას; საფრანგეთი - SCALP-ის რაკეტებს და დამატებით საინჟინრო აღჭურვილობას განაღმვისთვის,

კანადა - 410 მილიონი აშშ დოლარის ახალ დაფინანსებას და პროექტებს უკრაინის მხარდასაჭერად და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. 

„ნორვეგია - 1000 Black Hornet მიკრო-დრონს, NASAMS-ის მხარდაჭერის პაკეტს (2 დამატებითი ცეცხლის მართვის ცენტრი, ორი გამშვები და სათადარიგო ნაწილები); ნორვეგიამ ასევე გაზარდა უკრაინის სამხედრო დახმარების ბიუჯეტი 240-დან 930 მილიონ დოლარამდე; არსებობს შეთანხმებები საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ,“ - განაცხადა რეზნიკოვმა. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, გაერთიანებული სამეფოს დახმარების პაკეტი მოიცავს 70-ზე მეტ საბრძოლო მანქანას, ათასობით საბრძოლო მასალას ტანკებისთვის, 64,7 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს ტექნიკის შესაკეთებლად. შეთანხმებას აგვისტოში პილოტების მომზადების დაწყების შესახებ, უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო შესაძლებლობების გაძლიერებაში წვლილი შეიტანეს ნიდერლანდებთან ერთად.