მოსკოვის მერის განცხადებით, დრონების თავდასხმა მოიგერიეს

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, 9 აგვისტოს, ღამით, რუსეთის დედაქალაქის სიახლოვეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ორი დრონი მოიგერია. მისი თქმით, ერთი დრონი დომოდედოვოს რაიონში, ხოლო მეორე მინსკის გზატკეცილზე ჩამოაგდეს.

მოსკოვის მერის თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

სააგენტო "ტასი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ორი დრონი მოსკოვის სიახლოვეს მდებარე ობიექტებზე თავდასხმას გეგმავდა, თუმცა ისინი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

რუსულმა ტელეგრამ-არხმა - Shot ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც, თითქოს ერთ-ერთი დრონის ვარდნა ჩანს.


30 ივლისს დრონით თავდასხმა ბიზნესცენტრ "მოსკვა სიტიზე", განმეორებითი შეტევა კი იმავე ბიზნესცენტრზე პირველ აგვისტოსაც განხორციელდა.

რუსეთი შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.