ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბუნებრივი და სამართლიანი განვითარებაა, რომ ომი უბრუნდება რუსეთს, მის ტერიტორიაზე.

„უკრაინა ძლიერდება. თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებზე და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია,” - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.


ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა ზამთარში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი თავდასხმებისთვის უნდა მოემზადოს.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ, ისევე, როგორც გასულ წელს, რუს ტერორისტებს კვლავ შეუძლიათ თავდასხმა ჩვენს ენერგეტიკულ სექტორსა და კრიტიკულ ობიექტებზე ზამთარში,“ - აღნიშნა ზელენსკიმ და განმარტა, რომ მიმდინარეობს მზადება „ყველა შესაძლო სცენარისთვის.”