CNN-ის ინფორმაციით, FBI-ს თანამშრომლებმა იუტაში მცხოვრებ კაცს მაშინ ესროლეს, როდესაც ის დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა. მედიის ცნობით, კაცმა სამართალდამცველებს იარაღი დაუმიზნა.
მედია სამართალდამცვავ ორგანოში მყოფ წყაროზე დაყრდობით წერს, რომ კრეიგ რობერტსონს სნაიპერული შაშხანა და რამდენიმე სხვა ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კრეიგ რობერტსონმა ჯო ბაიდენის მიმართ მუქარის შემცველი პოსტი პრეზიდენტის იუტაში დაგეგმილი ვიზიტის წინ გამოაქვეყნა.
რობერტსონი, ბოლო თვეების განმავლობაში, ასევე აქვეყნებდა ონლაინ მუქარებს სხვა დემოკრატი პოლიტიკოსების და იმ პროკურორების მიმართაც, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე აღძრეს.
CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში FBI-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ FBI სერიოზულად ეკიდება ყველა ინციდენტს, რომელშიც მისი აგენტები მონაწილეობენ. შესაბამისად, სროლის ინციდენტს FBI-ს ინსპექტირების სამმართველო განიხილავს.