თეგი: FBI

ანა ჩაკვეტაძე პირველი ქართველი ქალი ოფიცერია, რომელიც FBI-ის აკადემიაში ისწავლის

ანა ჩაკვეტაძე პირველი ქართველი ქალი ოფიცერია, რომელიც FBI-ის აკადემიაში ისწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.   "უზარმაზარი მილოცვა ანა ჩაკვეტაძეს, პირველ ქართველ ქალ ოფიცერს, რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის! დაბრუნების შემდეგ, მოუთმენლად ველით იმის ნახვას, როგორ გააგრძელებს ის საქართველოს მხარდაჭერას სამართალდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში", - ნათქვამია განცხადებაში.   ცნობისთვის, FBI - გამოძიების ფედერალური ბიურო აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს უწყებაა. ექვემდებარება გენერალურ პროკურორს, დაარსდა 1908 წელს.  

ტრამპი აცხადებს, რომ FBI-მ მის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა

აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ფლორიდაში მდებარე მისი რეზიდენცია გაჩხრიკეს. ტრამპის თქმით, სამართალდამცველები მის სახლში გაუფრთხილებლად მივიდნენ და მისი სეიფიც გატეხეს. ტრამპმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი რეზიდენცია „ოკუპირებული იყო FBI-ს თანამშრომლების დიდი ჯგუფის მიერ". „ეს ბნელი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა შეერთებული შტატების ისტორიაში“, - ამბობს ტრამპი. მისივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებენ, რათა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობას ხელი შეუშალონ. ოფიციალური კომენტარი აშშ-ს უწყებებს არ გაუკეთებიათ. მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა NBC News-ს განუცხადა, რომ ჩხრეკის დროს ამოღებულია რამდენიმე დოკუმენტი.

FBI-იმ დონალდ ტრამპის სახლში, ჩატარებული ჩხრეკისას 18 „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ დოკუმენტი ამოიღო

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ფლორიდაში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას 18 „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, 54 „საიდუმლო“ და 31 „კონფიდენციალური“ დოკუმენტი ამოიღო. ბაიდენმა ტრამპის სახლში ჩხრეკის ჩატარებაზე კომენტარი გააკეთა როგორც უცხოური პრესა წერს, საერთო ჯამში სამართალდამცველებმა  ტრამპის სახლიდან 11 000-ზე მეტი სამთავრობო დოკუმენტი ამოიღეს. " აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას 18 „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, 54 „საიდუმლო“ და 31 „კონფიდენციალური“ დოკუმენტია ნაპოვნი. ამასთან, ჩხრეკისას ნაპოვნია 88 ცარიელი საქაღალდე, რომელთაგან 48-ში საიდუმლო ინფორმაცია, ხოლო 40-ში კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა ყოფილიყო.", - ნათქვამია ინფორმაციაში. ტრამპი აცხადებს, რომ FBI-მ მის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. მისმა ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო. დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა.  

მედია: FBI-მ ხორვატიაში, კრემლის მომხრე ოლიგარქ მედვედჩუკის იახტა გაჩხრიკა

გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა, ხორვატიაში, კრემლის მომხრე ოლიგარქის ვიქტორ მედვედჩუკის მდიდრული იახტა გაჩხრიკეს. კრემლის მომხრე ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი ტყვეთა გაცვლის ფარგლებში რუსეთს გადასცეს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 15 ნოემბერს გაცემული ჩხრეკის ორდერის საფუძველზე, ადრიატიკის ზღვაზე მდებარე ქალაქ ტროგირში, ნავსადგურში 92 მეტრიანი იახტის Royal Romance-ის ჩხრეკა განხორციელდა. ინფორმაცია Jutarnji List-ს მოსამართლემ და სპლიტის რაიონული სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დინკო მეშინმა დაუდასტურა. მოსამართლემ სხვა დეტალებზე საუბარზე უარი განაცხადა, რადგან მთელი პროცედურა გასაიდუმლოებულია. უკრაინელი პოლიტიკოსი და პუტინის მარჯვენა ხელი ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და აპრილის შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა. ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, კიევში მისი სახლი გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. კრემლის მომხრე ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის პარტია უკრაინაში საბოლოოდ აკრძალეს პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით გადასცა რუსეთს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც $620 მლნ-ს შეადგენდა, უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება. ის ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ „ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“. 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.  

FBI-ის დირექტორის თქმით, TikTok-ი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის შეშფოთებას იწვევს

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა კრის ვრეიმ განაცხადა, რომ ჩინური სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ი, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყურადღებას იმსახურებს. მიჩიგანის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას, ურეიმ გამოთქვა შეშფოთება, რომ პეკინის ადმინისტრაციას შეუძლია, TikTok-ის მეშვეობით შეგროვებული მონაცემები „ტრადიციული ჯაშუშური ოპერაციებისთვის“ გამოიყენოს.   „TikTok-ის მფლობელ კომპანიას ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს. ეს მათ აძლევს იმის პოტენციალს, გამოიყენოს აპლიკაცია ისე, რომ ეს შეიძლება, ჩვენც შეგვეხოს“, - აღნიშნა FBI-ის დირექტორმა. „ყველაფერი ეს, მთავრობის ხელშია, რომელიც არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს და რომელსაც აქვს მისია, რომელიც ძალიან ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების საუკეთესო ინტერესებს. ეს ჩვენ უნდა გვაშფოთებდეს“, - აღნიშნა კრის ვრეიმ. გასულ თვეში FBI გამოვიდა გაფრთხილებით, რომ TikTok-ზე შეგროვებული მონაცემები შესაძლოა, პეკინის ადმინისტრაციამ „ბოროტად“ გამოიყენოს. TikTok-მა საპასუხოდ განაცხადა, რომ ის არ ინახავს აშშ-ის მომხმარებლის მონაცემებს ჩინეთში, სადაც კანონი მთავრობას საშუალებას აძლევს, აიძულოს კომპანიებს გადასცენ შიდა ინფორმაცია.

FBI-ს ყოფილ მაღალჩინოსანს აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევაში სდებს ბრალს

აშშ-ის ხელისუფლებამ რუს სანქცირებულ ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკასთან უკანონო თანამშრომლობის ბრალდებით, FBI–ს ყოფილი უფროსი თანამშრომელი, 54 წლის ჩარლზ მაკგონიგალი დააკავა. FBI-ს ყოფილ მაღალჩინოსანს ჩარლზ მაკგონიგალს რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების დარღვევის - სანქცირებულ რუს ოლიგარქთან ოლეგ დერიპასკასთან მუშაობის გამო, ბრალი წაუყენეს. გამოძიების განცხადებით, FBI-ის ყოფილი მაღალჩინოსანი კონკურენტი რუსი ოლიგარქის მიმართ გამოძიების ჩატარების სანაცვლოდ, დერიპასკასგან ფულს იღებდა. „უწყება გააგრძელებს მატ სამართლებრივ დევნას, ვინც არღვევს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს, რომელიც დაწესდა უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების საპასუხოდ“, - განაცხადეს გამოძიების ფედერალურ ბიუროში. მაკგონიგალი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.    

FBI-მ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ბრალდებული დააკავა - მედია

CBS news-ის ცნობით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ბრალდებული დააკავა. ამასთან, გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში საუბარია მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორტ-დაიტონში „სამართალდამცველების სანქცირებულ ოპერაციაზე.” მედია წერს, რომ დაკავებულია მასაჩუსეტსის ეროვნული საჰაერო გვარდიის სადაზვერვო ფრთის 21-წლის სამხედრო მოსამსახურე, ჯეკ ტეიშეირა. ვრცელდება შესაბამისი ფოტომასალაც. მანამდე, CBS News-მა პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე ეჭვმიტანილად სწორედ ჯეკ ტეიშეირა დაასახელა.  

CNN-ის ცნობით, იუტაში ბაიდენის ვიზიტის წინ, კაცმა პრეზიდენტის მიმართ მუქარის შემცველი გზავნილები გამოაქვეყნა

CNN-ის ინფორმაციით, FBI-ს თანამშრომლებმა იუტაში მცხოვრებ კაცს მაშინ ესროლეს, როდესაც ის დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა. მედიის ცნობით, კაცმა სამართალდამცველებს იარაღი დაუმიზნა. მედია სამართალდამცვავ ორგანოში მყოფ წყაროზე დაყრდობით წერს, რომ კრეიგ რობერტსონს სნაიპერული შაშხანა და რამდენიმე სხვა ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.  გავრცელებული ინფორმაციით, კრეიგ რობერტსონმა ჯო ბაიდენის მიმართ მუქარის შემცველი პოსტი პრეზიდენტის იუტაში დაგეგმილი ვიზიტის წინ გამოაქვეყნა. რობერტსონი, ბოლო თვეების განმავლობაში, ასევე აქვეყნებდა ონლაინ მუქარებს სხვა დემოკრატი პოლიტიკოსების და იმ პროკურორების მიმართაც, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში FBI-ს წარმომადგენელმა განაცხადა,  რომ FBI სერიოზულად ეკიდება ყველა ინციდენტს, რომელშიც მისი აგენტები მონაწილეობენ. შესაბამისად, სროლის ინციდენტს FBI-ს ინსპექტირების სამმართველო განიხილავს.  

FBI კვიპროსის პოლიციას რუსი ოლიგარქების მიერ სანქციების დარღვევის გამოძიებაში დაეხმარება

ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები კვიპროსში ჩავიდნენ, რათა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის გამოძიებას დაეხმარონ. ამის შესახებ The Guardian იტყობინება. მედია წერს, რომ კვიპროსის სამართალდამცავ ორგანოებს 24 კაციანი გუნდი დაეხმარება, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე კვირას გვიან ჩავიდნენ. ისინი შეისწავლიან, თუ როგორ დაეხმარნენ კვიპროსში იურისტები და ბუღალტრები კრემლთან დაკავშირებული ბიზნესმენების აქტივების დაცვაში. აშშ-ის გუნდში შედიან ექსპერტები აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელიდან, რომელიც სპეციალიზირებულია სანქციების დარღვევისა და ფულის გათეთრების იდენტიფიცირებაში საბანკო ოპერაციების ანალიზის გზით. სავარაუდოდ, კვიპროსის ხელისუფლება სპეციალურ დახმარებას ალექსეი მორდაშოვის, რუსი ლითონების, სამთო და საბანკო მაგნატის საქმეში ითხოვს.  კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდესმა არაერთხელ გამოაცხადა „ნულოვანი ტოლერანტობა“ სანქციების დარღვევის მიმართ.  

გენპროკურორი და იუსტიციის მინისტრი FBI-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილეს, პოლ აბატს შეხვდნენ. პროკურატურის ცნობით, ორმხრივ შეხვედრას საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი და გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „გენერალური პროკურორის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ირაკლი შოთაძემ პოლ აბატს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გამოძიების ფედერალურ ბიურო საქართველოს პროკურატურის გამომძიებლებსა და პროკურორებს უწევს, როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე დახმარების აღმოჩენის, ასევე გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილემ, თავის მხრივ, ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და მომავალი ურთიერთთანამშრომლობის მეტად გაღრმავების მზაობა გამოთქვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული დელეგაციის წევრებმა გამოძიების ფედერალური ბიუროს სათავო ოფისი დაათვალიერეს და სიღრმისეულად გაეცნენ ბიუროს მუშაობის სპეციფიკას, როგორც პროცედურული, ასევე ტექნოლოგიური კუთხით. ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე განხორციელდა სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და ექსტრადიციის შესახებ საქართველოსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებების პარაფირება, მათი შემდგომი ხელმოწერისა და რატიფიკაციის პირობით,“ - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პროკურატურის გამომძიებელი FBI-ს ეროვნულ აკადემიაში საერთაშორისო კურსს გაივლის - ამერიკის საელჩო

ქართველი ოფიციერ დემეტრე გრიგალაშვილი FBI-ს ეროვნულ აკადემიაში საერთაშორისო კურსზე ჩაირიცხა. შესაბამისი ინფორმაცია ამერიკის საელჩომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. „ვულოცავთ დემეტრე გრიგალაშვილს FBI-ს ეროვნულ აკადემიაში საერთაშორისო კურსზე ჩარიცხვას! დემეტრე საქართველოს პროკურატურის გამომძიებელია სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების დიდი გამოცდილებით. FBI-ს ათკვირიანი პროგრამა თავს უყრის სამართალდამცველ ლიდერებს მთელი მსოფლიოდან ერთობლივი წვრთნისა და ლიდერობის გამოცდილების გაცვლის მიზნით. დემეტრე მეთოთხმეტე ქართველი ოფიცერია, რომელიც ამ პროგრამას გაივლის,“ წერს საელჩო.