BBC-ის ცნობით, ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს.
ეროვნული ასამბლეის წევრს, 59 წლის ფერნანდო ვილავიჩენსიოს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ქალაქ კიტოში ღონისძიებას ტოვებდა.
მისი გუნდის წევრმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ფერნანდო ვილავიჩენსიო ავტომობილში ჯდებოდა, როცა კაცი წინ გადაუდგა და თავში ესროლა.
დაღუპულია თავად ეჭვმიტანილიც, რომელიც დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ორხმრივი სროლის დროს დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა.
ეკვადორის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, გილერმო ლასომ პირობა დადო, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.
ფერნანდო ვილავიჩენსიოს საპრეზიდენტო კამპანია უსაფრთხოებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მას და მის გუნდს ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ბანდის ლიდერი ემუქრებოდა.
ეკვადორში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 20 აგვისტოს უნდა გაიმართოს.