რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფრანგულ ფირმა Naval Group-ისგან ოთხი სამხედრო ხომალდის შესყიდვის გარიგება გააუქმა მას შემდეგ, რაც კონტრაქტის გაფორმების ვადები არ შესრულდა. წერს Reuters-ი.
თავდაცვის ფირმა Naval Group-მა 2019 წელს რუმინულ კომპანია Santierul Naval Constanta-სთან პარტნიორობით მიიღო კონტრაქტი, რომელიც რუმინეთისთვის ოთხი ხომალდის აშენებისა და ორი არსებული ფრეგატის განახლებას გულისხმობდა. შეთანხმების ღირებულება 1,2 მილიარდი ევრო (1,32 მილიარდი აშშ დოლარი) იყო.
თუმცა გარიგება შეფერხდა ჯერ იურიდიული გამოწვევების გამო და შემდეგ უკვე კომპანიებმა ვეღარ მიაღწიეს მზარდი ხარჯების შესახებ შეთანხმებას.
რუმინეთის საზღვაო ფლოტი ყველაზე ნაკლებად მოდერნიზებულია სამხედრო ფილიალებს შორის. ქვეყანამ, რომელიც
NATO-ს და ევროკავშირის წევრმა რუმინეთმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2,5%-მდე გაზარდა.
ქვეყანა, რომელიც 650 კმ-იან (400 მილი) საზღვარს იზიარებს უკრაინასთან, საკუთარ ტერიტოტიაზე ათავსებს აშშ-ის ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას. რუმინეთს გასული წლის მდგომარეობით, მის ტერიტორიაზე საფრანგეთის ხელმძღვანელობით, NATO-ს საბრძოლო ჯგუფი მუდმივად ჰყავს განლაგებული.