ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლებისა და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლების ნაწილი განცხადებით მწერალთა სახლის დირექტორად საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნას პროტესტით გამოეხმაურა.
„ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა „რუსულ კანონს". არ ვაღიარებთ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებასა და პროცესებში ჩარევას. მოვითხოვთ, შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა," - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
იაკი კაბე
გვანცა ჯობავა
ლაშა ბუღაძე
რატი მუჯირი
ნინა სურამელაშვილი
რატი ამაღლობელი
დარეჯან კიკოლიაშვილი
გია გოკიელი
გიორგი შონია
შორენა ლებანიძე
ბუბა კუდავა
მაკა კასრაძე
ნათია გიორგაძე
ნათია ორმოცაძე
მაშო სამადაშვილი
თაკო ლონდარიძე
ელენე ჯაფარიძე
თამარ კორკოტაშვილი
დალილა გოგია
მანანა მათიაშვილი
ანი მილაშვილი
თინა მამულაშვილი
თეკლა ქველაძე
თაკო კიკვაძე
ნატო გორდელაძე
დათო გორგილაძე
რუსუდან რუხაძე
ნატო ალხაზიშვილი
მაია ბადრიძე
მაია ცირამუა
ეკატერინე ტოგონიძე
ივა ფეზუაშვილი
შოთა იათაშვილი
ნატო კვარაცხელია
ბექა ადამაშვილი
ინგა ჟღენტი
ბელა ჩეკურიშვილი
ლელა კურტანიძე
მაია კუდავა
ზვიად კვარაცხელია
თამთა მელაშვილი
ბესო სოლომანაშვილი
ირაკლი სოლომანაშვილი
მაგდა ნოვაკოვსკა
კოკა ქამუშაძე
ნიკოლოზ აგლაძე
ზურა პაპიაშვილი
ბათუ დანელია
თეონა დოლენჯაშვილი
ნინია ნადირაძე
ქეთი ქანთარია
მაია ლიპარტელიანი
სალომე ბენიძე
გიორგი ხარაიშვილი
ირინე ჭოღოშვილი
მაიკო დანელია
ლელა კოდალაშვილი
ია ჯინჭარაძე
ნინი ელიაშვილი
სოფიო კუბლაშვილი
მაკო ჯანჯიბუხაშვილი
მაია ალუდაური
მაკა ლდოკონენი
ზაალ ანდრონიკაშვილი
გაგა ნახუცრიშვილი
თორნიკე სიბაშვილი
ანა კოპალიანი
თამარ კვიჟინაძე
ეკა ქევანიშვილი
ლელა დუმბაძე
ნიკა ლაშხია
ლანა კალანდია
ირაკლი ლომოური
ხათუნა თავდგირიძე
სანდრო ნავერიანი
ნუკა ღამბაშიძე
ანი ყიასაშვილი
მარიამ კვიციანი
ამირან რამიშვილი
თინათინ ბერიაშვილი
ტორესა მოსი
წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი”
ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5
განცხადების ავტორების თქმით, მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, „პარტიული კუთვნილების ნიშნით შეარჩიოს და ერთპიროვნულად დახურულ კარს მიღმა დანიშნოს ისეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, როგორიცაა მწერალთა სახლი, კატეგორიულად მიუღებელია.“
„ის წარმოადგენს საბჭოთა ტოტალიტარული ტრადიციის ამაზრზენ გამოხატულებას და დამაზიანებელია ქართული კულტურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის.
ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებული ადამიანები ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს.
შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა "რუსულ კანონს". არ ვაღიარებთ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებასა და პროცესებში ჩარევას. მოვითხოვთ, შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა."