ესტონეთი უკრაინას დამატებით, სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. პაკეტში შედის მცირე ზომის იარაღი და საბრძოლო მასალა. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ჰანო პევკური აცხადებს.
მისი თქმით, ყველამ, ვინც მხარს უჭერს უკრაინას, უნდა დააჩქაროს სამხედრო დახმარება და გაზარდოს საკუთარი თავდაცვითი მრეწველობის შესაძლებლობები.
მინისტრის თქმით, ესტონეთმა უკრაინას უკვე გაუწია 400 მილიონ ევროზე მეტი (441 მილიონი დოლარი) მოცულობის სამხედრო დახმარება, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტს შეადგენს.