ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, კორეის ნახევარკუნძულზე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით „ომისთვის მზადების გაძლიერებაზე“ იმსჯელა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ არმიის უფრო ძლიერი საშუალებებით აღჭურვაა საჭირო, რომ მტრის სამხედრო ძალა შეაჩეროს და ომის შემთხვევაში გაანადგუროს.
კიმ ჩენ ინმა არმიის გენერალური შტაბის უფროსიც შეცვალა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მოუწოდა „სამხედრო ინდუსტრიას“, დააჩქარონ სხვადასხვა ტიპის იარაღისა და აღჭურვილობის მასობრივი წარმოება.“