მედია: როტერდამში რეკორდული, 600 მილიონი ევროს ღირებულების 8 ტონა კოკაინი ამოიღეს

ნიდერლანდების მებაჟეებმა როტერდამის პორტში 8064 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს, რაც დღემდე ამოღებული ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტიაა. ამის შესახებ ტელერადიომაუწყებელი NOS-ი იუწყება.

კოკაინი 13 ივლისს აღმოაჩინეს, თუმცა მის შესახებ გამოძიების ეტაპზე, ახლა გახდა ცნობილი.


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 600 მილიონი ევროს ღირებულების ნარკოტიკი ბანანის კონტეინერში აღმოაჩინეს. კონტეინერი ეკვადორიდან წამოიღეს და როტერდამში პანამის გავლით ჩაიტანეს. შეგახსენებთ, რომ ივლისში იტალიის ხელისუფლებამ დააკავა კოკაინის რეკორდული პარტია - 5,3 ტონა, რომელიც გემებით გადაიტანეს სიცილიის სამხრეთ სანაპიროზე.