თეგი: კოკაინი

კოლუმბიის პოლიციამ კოკაინით სავსე 20 000-მდე ქოქოსი ამოიღო. გამოცემა Independent-ის ცნობით, ქოქოსების პარტია იტალიის ქალაქ გენუაში უნდა ჩასულიყო. სამართალდაცველების განცხადებით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ 19 780 ქოქოსის რძე თხევადი კოკაინით იყო ჩანაცვლებული. 20 000 ქოქოსი 504 ტომარაში იყო განთავსებული. ტვირთის ამოღების ოპერაცია კოლუმბიის გენერალური პროკურატურის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის სპეციალური სამმართველოსა და პოლიციის ერთობლივი ძალებით ჩატარდა.

შს სამინისტრომ 7 კილოგრამამდე „კოკაინის“ ამოიღო, რისთვისაც 4 ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში სხვადასხვა დროს ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედების შედეგად, თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს და უკანონო ბრუნვიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7კილოგრამამდე „კოკაინი“, ასევე, სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. „დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებულები არიან: უცხო ქვეყნის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული დ. ს., ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული დ. გ., 1998 წელს დაბადებული ლ. კ. და 1962 წელს დაბადებული ზ. ლ.დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა, დ.ს.-ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 5 კილოგრამზე მეტი „კოკაინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ასევე ამოღებულია მის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებული 30 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“. რაც შეეხება დ.გ.-ს, მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 223 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“. სამართალდამცველებმა ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულის მიერ შემდგომი გასაღების მიზნით ერთ-ერთ მისამართზე განთავსებული 40 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“.ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრალდებული ლ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას, 30 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღეს. სულ სამართალდამცველებმა ამოიღეს 7 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“. ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 7 მილიონამდე ლარს შეადგენს. ამასთანავე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანთან დაკავებული ზ.ლ.-ის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

10 დღეში როტერდამის პორტში რეკორდული მოცულობის კოკაინი აღმოაჩინეს

ნიდერლანდებში, როტერდამის პორტში მებაჟეებმა 24 დეკემბრიდან 4 იანვრამდე 4700 კილოგრამზე მეტი კოკაინი აღმოაჩინეს. მომხდართან დაკავშირებით 34 პირი დააკავეს. შეფუთული ნარკოტიკები ბრაზილიიდან ტრანსპორტირებულ გაყინული ხილის წვენების კონტეინერში და ეკვადორიდან ბანანის ტვირთში აღმოაჩინეს. „გასულ სამშაბათს სამხრეთ ამერიკიდან შემოსულ გემზე აღმოჩენილი იყო ყველაზე მეტი ნარკოტიკი - კოკაინის სამი კონტეინერი. ერთ-ერთ კონტეინერში 1 701 კილოგრამი კოკაინი იყო დამალული ფეხსაცმლის დიდ ტვირთს შორის.  ნიდერლანდებისპროკურატურის ინფორმაციით, ამოღებული ნარკოტიკების ჯამური ღირებულება 354 მილიონი ევროა. განადგურდა ყველა უკანონო ტვირთი.  

ეკვადორში $330 მილიონის ღირებულების კოკაინი ამოიღეს

ეკვადორში პოლიციამ ბელგიისთვის განკუთვნილ ბანანის კონტეინერში თითქმის 8,8 ტონა კოკაინი იპოვა. BBC წერს, რომ ეკვადორი გახდა ერთ -ერთი მთავარი სატრანზიტო ქვეყანა მეზობელ პერუსა და კოლუმბიაში წარმოებული კოკაინისთვის. დაყადაღება ემთხვევა ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრის ანელი ვერლინდენისა და ევროკომისარ ილვა იოჰანსონის ვიზიტს ეკვადორსა და კოლუმბიაში. ოფიციალურ პირებს სურთ, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა გააძლიერონ სამხრეთ ამერიკის ორ ქვეყანასთან.

მედია: როტერდამში რეკორდული, 600 მილიონი ევროს ღირებულების 8 ტონა კოკაინი ამოიღეს

ნიდერლანდების მებაჟეებმა როტერდამის პორტში 8064 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს, რაც დღემდე ამოღებული ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტიაა. ამის შესახებ ტელერადიომაუწყებელი NOS-ი იუწყება. კოკაინი 13 ივლისს აღმოაჩინეს, თუმცა მის შესახებ გამოძიების ეტაპზე, ახლა გახდა ცნობილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 600 მილიონი ევროს ღირებულების ნარკოტიკი ბანანის კონტეინერში აღმოაჩინეს. კონტეინერი ეკვადორიდან წამოიღეს და როტერდამში პანამის გავლით ჩაიტანეს. შეგახსენებთ, რომ ივლისში იტალიის ხელისუფლებამ დააკავა კოკაინის რეკორდული პარტია - 5,3 ტონა, რომელიც გემებით გადაიტანეს სიცილიის სამხრეთ სანაპიროზე.  

ესპანეთის პოლიციამ ბანანის ტვირთში რეკორდული რაოდენობის, 9,5 ტონა კოკაინი იპოვა

პოლიციამ ესპანეთში ბანანის ტვირთი დააკავა, რომელშიც რეკორდული, 9,5 ტონა კოკაინი ოპოვეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. პოლიცია ამბობს, რომ 9,5 ტონა კოკაინი ყველაზე დიდია, რაც კი ოდესმე აღმოჩენილა ერთ კონტეინერში. ნარკოტიკული საშუალება ეკვადორიდან ესპანეთის ქალაქ ალხესირასის პორტში გადაზიდულ ტვირთში იპოვეს. პოლიციას არ დაუსახელებია ორგანიზაცია ან ევროპაში მოქმედი კრიმინალური ქსელები, რომლებიც კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობდნენ. განმარტეს, რომ ნარკოტიკული საშუალება 23 აგვისტოს სამაცივრე კონტეინერში იპოვეს.