პენტაგონის პრესსპიკერმა, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს 155 მმ-იანი ჭურვების წარმოება თვეში 80 000-მდე გაზარდოს, იმ საჭიროების გამო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ გაჩნდა.
„საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე უკრაინას 2 მილიონზე მეტი 155 მმ-იანი ჭურვი გავუგზავნეთ. ჩვენ ასევე უზრუნველვყავით 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის წარმოების სწრაფი ზრდა თვეში 14 000-დან დაახლოებით 24 000-მდე და მომავალ წელს ვგეგმავთ თვეში 80 000-ზე მეტის წარმოებას," - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.
რაიდერის თქმით, ბრძოლის ველზე ეს საბრძოლო მასალა სწრაფად იხარჯება და მარაგები შეუზღუდავი არ არის, თუმცა, შეერთებული შტატები, წარმოების გარდა, ასევე ურთიერთობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას აღნიშნული ჭურვები მიაწოდონ.
შეგახსენებთ, რუსეთი შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინისთვის აშშ-ის მიერ გაღებული სამხედრო დახმარება ჯამში 43,7 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.