დიდი ბრიტანეთი განიხილავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ჩინეთში ტექნოლოგიის სფეროში ინვესტიცია გარკვეულწილად აიკრძალა. ლონდონი აცხადებს, რომ აგრძელებს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციური რისკების შეფასებას.
„დიდი ბრიტანეთი ყურადღებით განიხილავს ამ ახალ ზომებს, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ზოგიერთ ინვესტიციებთან დაკავშირებით, ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციური რისკების შეფასებას,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერმა.
ბაიდენმა 10 აგვისტოს მოაწერა ხელი აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთში, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებას ზღუდავს.
შეზღუდვა შეეხება სამ სექტორს: ნახევარგამტარებს და მიკროელექტრონიკას, კვანტურ საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ხელოვნული ინტელექტის გარკვეულ სისტემებს.