რუსეთის მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტის საჰაერო სივრცე დაკეტილია, იტყობინება Alarabiya რუსულ მედიაზე დაყრდნობით. აეროპორტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თვითმფრინავების ნაწილი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ „ვნუკოვოს“ აეროპორტის რაიონში საჰაერო სივრცე დაიკეტა; გადადებულია რეისები“.
სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, მომხდარი სავარაუდოდ, დრონით თავდასხმას უკავშირდება.
მოსკოვის აეროპორტების, "დომოდედოვოსა" და "ვნუკოვოს", მუშაობა 10 აგვისტოს ღამითაც შეჩერებული იყო.
11 მოსკოვის ოლქის ქალაქ ოდინცოვოში ძლიერი ხანძარი იყო.