მოსკოვის ოლქში ძლიერი ხანძარია

მოსკოვის ოლქის ქალაქ ოდინცოვოში ძლიერი ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, რომელსაც სახელმწიფო სააგენტოები ავრცელებენ, ცეცხლი ერთ-ერთ საწყობს უკიდია. 

თუმცა უკრაინული მედიასაშუალებები წერენ, რომ თვითმხილველებმა აფეთქების ხმა გაიგეს. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ხანძრის ვიდეო და ფოტო-მასალა, რაც ადასტურებს, რომ ცეცხლი დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული. 


მოსკოვის მერი 9 აგვისტოსა აცხადებდა, რომ დრონების თავდასხმა მოიგერიეს.

30 ივლისს დრონით თავდასხმა ბიზნესცენტრ "მოსკვა სიტიზე", განმეორებითი შეტევა კი იმავე ბიზნესცენტრზე პირველ აგვისტოსაც განხორციელდა.

მოსკოვი დრონების თავდასხმის სამიზნე იყო 10 აგვისტოსაც.


რუსეთი შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.