ლუკაშენკო: არ უნდა დავივიწყოთ მაღალტექნოლოგიური დასავლეთი

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელსაც ევროკავშირი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს, აცხადებს, რომ ბლოკის ქვეყნებთან ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს.

„ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, პირველ რიგში, აღმოსავლეთის - რუსეთის, ჩინეთის ხარჯზე, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მაღალტექნოლოგიური დასავლეთი. ევროკავშირი - ისინი ახლოს არიან, ისინი ჩვენი მეზობლები არიან და მათთან ურთიერთობა არ შეიძლება დაიკარგოს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ოღონდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით,“ - აღნიშნა ლუკაშენკომ.


ინფორმაციისთივის, მედიამ 9 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთი ბელორუსთან სარკინიგზო კავშირის შეწყვეტას განიხილავს. ასევე 9 აგვისტოს გავრცელებული ბოლო ცნობებით, პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე დამატებით, 2000 სამხედროს გზავნიდა. 9 აგვისტოს აშშ-მ ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.

შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს.

2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.