რუსმა ლეიტენანტმა ივან კოროლევმა არალეგალურად გადაკვეთა ლიეტუვის საზღვარი და ქვეყნის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ BBC წერს.
ლიეტუვაში შესვლის შემდეგ კოროლევმა ქვეყნის დედაქალაქ ვილნიუსამდე მისვლა მოახერხა, რის შემდეგაც 10 აგვისტოს ლიეტუველმა მესაზღვრეებმა დააკავეს და სასაზღვრო გამშვებ პუნქტში გაგზავნეს. მან BBC-ის კორესპონდენტთან დაკავშირება შეძლო.
„3 აგვისტოს გადავწყვიტე რუსეთის ფედერაციის დატოვება იმის გამო, რომ არ მინდოდა მონაწილეობა მიმეღო იმ სისხლიან ომში, რომელიც ჩემმა სახელმწიფომ გააჩაღა“, - განუცხადა კოროლევმა BBC-ს.
ოფიცერი ამტკიცებს რომ ვიდრე ის მონაწილეობდა რუსეთის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ, არასოდეს ყოფილა რუსეთის ფარგლებს გარეთ. მისი, როგორც „საველე საარტილერიო საწყობის აღრიცხვისა და ოპერატიული დეპარტამენტის საწყობის უფროსის მოადგილის“ თანამდებობა გულისხმობდა უკრაინაში მებრძოლი ჯარების საბრძოლო მასალის მომარაგებას, განაცხადა კოროლევმა.
BBC აზუსტებს, რომ კოროლევის განცხადებები ამჟამად ვერ გადაამოწმა. არტილერიის ოფიცრის განცხადება ლიეტუვის ხელისუფლებამ განსახილველად მიიღო, რის შემდეგაც, ის ბელორუსის საზღვრიდან შორს, ქალაქ პაბრადში მდებარე მიგრაციის ცენტრში გადაიყვანეს. რუსეთიდან ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის სათხოვნელად, უკრაინაში მიმდინარე შეჭრის გამო, რამდენიმე რუსი ოფიცერი გაიქცა.