დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, დიდი ალბათობით, რუსეთი „ვაგნერის“ ჯგუფს აღარ აფინანსებს.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა ასევე გამოთქვამს ვარაუდს, რომ „ვაგნერს“ შესაძლოა, ბელორუსი აფინანსებდეს.
„თუ რუსეთის სახელმწიფო აღარ აფინანსებს „ვაგნერს“, მაშინ მეორე ყველაზე სავარაუდო გადამხდელი ბელორუსის ხელისუფლებაა,“ - ასკვნის ბრიტანული დაზვერვა СNN-ის ცნობით.
აქედან გამომდინარე, ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ „ვაგნერის“ ჯგუფს ბელორუსი სავარაუდოდ, შემცირებისა და რეკონფიგურაციის პროცესისკენ უბიძგებს, რათა პერსონალის ხელფასი დაზოგოს.“
„ვაგნერის“ ხანმოკლე „აჯანყება“ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად შეაფასა.
„ვაგნერის“ მებრძოლები ბელორუსში განლაგდნენ, მათმა იქ ყოფნამ მეზობელი პოლონეთი შეაშფოთა. თავად პრიგოჟინი გასულ თვეში რუსეთში შენიშნეს, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ის გარკვეულ ძალაუფლებას ინარჩუნებს,“ წერს CNN.
-
პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა
-
ვარშავა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ლუკაშენკოს შეთავაზებას პასუხობს
-
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: ბელორუსის საზღვარზე პროვოკაციები განმეორდება, მაგრამ ჯარები სხვადასხვა სცენარისთვის მზად არიან