უკრაინის დამცველებმა კუნძულ ზმეინზე სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟეს

სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებმა კუნძულ ზმეინზე სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟეს. ამის შესახებ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსმა, სერხი დეინეკომ განაცხადა.

ისტორიული სამართლიანობა აღადგინეს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეების სრული მხარდაჭერით“, - განაცხადა დეინეკომ.


როგორც ცნობილია, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კუნძული ზმეინი რუსი ოკუპანტებისგან 2022 წლის 30 ივნისს გაათავისუფლეს.

მიმდინარე წლის 8 ივლისს, ვოლოდიმირ ზელენსკი კუნძულ ზმეინზე ჩავიდა.