პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც „ვაგნერთან“ დაკავშირებით, პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებდნენ - მინისტრი

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ დააკავა ორი რუსი, რომლებიც „ვაგნერ“ ჯგუფთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებდნენ.

ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს.

მარიუშ კამინსკი ამბობს, რომ ორივე რუსს ჯაშუშობაში ედება ბრალი.

უკანასკნელ პერიოდში, ჯამში პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 18 ადამიანი დააკავეს.


2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა.