ზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით გავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეწყვეტილია. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
„სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ველოდებით შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც გატარდება რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.