ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში გადადგება.
კარინში იმედოვნებს, რომ მის პარტიას შეუძლია, შექმნას ახალი კოალიცია ხელისუფლებაში მყოფ სამ პარტიას შორის განხეთქილების შემდეგ.
„ხუთშაბათს პრეზიდენტს ჩემი და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ განცხადებას წარვუდგენ,“ - განაცხადა პრემიერმა პრესკონფერენციაზე.
კრიშიანის კარინშის ინფორმაციით, მისი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „ახალი ერთობა" პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატურის არჩევას ოთხშაბათს გეგმავს.
მომავალ პრემიერ-მინისტრს მთავრობის ფორმირებისთვის მანდატი ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა უნდა მიანიჭოს.
ლატვიის შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2026 წელს არის დაგეგმილი.